სტალინი სტუმრად არის მისული ერთ-ერთ სკოლაში, და ატარებს მსოფლიო მშვიდობის გაკვეთილს, ხედავს, რომ მოსწავლეებს არ აინტერესებს თემა, მორჩება ლაპარაკს და სვამს კითხვას: ვინმეს კითხვა ხომ არა აქვს ჩემთან?
ადგება პეტია და დაუსვამს 3 შეკითხვას:
1. ვინ მოკლა ამხანაგი კიროვი?
2.ამდენი ღატაკი, რატომ არის ქვეყანაში?
3.რატომ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები?
ამ დროს ზარი დაირეკა და გავიდა სტალინი, შემოსვლის ზარის დარეკვის დროს სტალინი შემოდის ოთახში და ხელმეორედ სვამს კითხვას:
- კიდევ, ვის აქვს ჩემთან შეკითხვები?
ახლა კი ვოვაჩკა ადგა ფეხზე, - მე ხუთი კითხვა მაქვს.
1. ვინ მოკლა ამხანაგი კიროვი?
2. რატომ არის ქვეყანაში ამდენი ღატაკი?
3. რატომ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები?
4. რატომ დაირეკა გაკვეთილის დამთავრების ზარი 20 წუთით ადრე?
5. სად არის პეტია?...

:D