აუცილებლად წაიკითხეთ ყველა, თხოვნაა
ყოველ ექიმს აქვს განსაკუთრებული აზრი და შეხედულება ჯანმრთელობასა და მედიცინაზე მთლიანობაში. გამონაკლისი არც იაპონელი ექიმი ვონგია, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით თავისებური, არაორდინალური რჩევებით გამოირჩევა. მისი გამოსვლა ექიმ-დიეტოლოგების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ვონგის თქმით, თუ ყველაფერს იუმორით და მარტივად შევხედავთ, საქმეც კარგად წაგვივა.
ამ ექიმთან ინტერვიუს ვერაფრით უწოდებთ ტრადიციულს, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ საკმაოდ საინტერესოა.
(ჟურნალისტი) :ექიმო, ამბობენ, რომ ფიზიკური ვარჯიში გულსისხლძარღვთა მუშაობის გასაუმჯობესებლად ცხოვრებას ახანგრძლივებს. ეს სიმართლეა?
(ექიმი ვონგი): შენი გული შექმნილია იმისთვის, რომ გიცემდეს. როგორც ყველა ნებისმიერი ორგანო, ის ცვდება დროთა განმავლობაში. აიძულო გული, გიცემდეს უფრო სწრაფად, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უფრო ხანგრძლივად გემსახურება. როდესაც ავტომობილით მგზავრობისას სიჩქარეს უმატებ, სისულელეა იფიქრო, რომ ეს მისი მომსახურების ხანგრძლივობას გაზრდის. გინდა დიდხანს სიცოცხლე? დაიძინე. (მე ნამდვილად ვეთანხმები)
(ჟურნალისტი): იმასაც ამბობენ, რომ თუ გვინდა, რომ ჯანმრთელობა გავიმყაროთ და თავი დაავადებებისგან დავიცვათ, ნაკლები ალკოჰოლი უნდა მივიღოთ...
(ექიმი ვონგი): ღვინოს ხილისგან ამზადებენ, ლუდს - ალაოსგან, სვიისა და საფუარისგან. წარმოგიდგენიათ, რამდენი სასარგებლო ნივთიერება უნდა გაატარო გვერდით, თუ უარს იტყვი მის მიღებაზე?
(ჟურნალისტი): როგორ გამოვთვალოთ ცხიმისა და კუნთების თანაფარდობა ორგანიზმში? აი, აქ, მაგალითად, ცოტა ზედმეტი ცხიმი მაქვს და ვნერვიულობ...
(ექიმი ვონგი): შენ გაქვს სხეული და ცხიმი, თანაფარდობაა 1:1, რომ გქონდეს ორი სხეული, თანაფარდობა იქნებოდა 2:1, მე ასე ვფიქრობ.
(ჟურნალისტი): დამისახელეთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის უპირატესობა. მუდმივი ვარჯიში ხომ სასარგებლოა, თუ ამასაც არ ეთანხმებით?
(ექიმი ვონგი): ჩემი ფილოსოფია მარტივია. როდესაც ვარჯიშის შემდეგ არაფერი გტკივა - ეს უკვე კარგია.
(ჟურნალისტი): შემწვარ საკვებზე რას იტყვით, ეს მართლა ასე მავნებელია?
(ექიმი ვონგი): შენ რა, საერთოდ არ მისმენ? რისგან აკეთებენ ზეთს? როგორ შეიძლება მცენარეული პროდუქტი იყოს მავნე.
(ჟურნალისტი): იმას თუ მაინც ეთანხმებით, რომ შოკოლადი - ეს სუფთა შხამია?
(ექიმი ვონგი): კაკაოს მარცვლები - ეს არის შოკოლადის ხის ნაყოფის თესლი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მძლავრი რესურსი კარგი განწყობის შესაქმნელად...
(ჟურნალისტი): ცურვით ვარ გატაცებული. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ეს ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
(ექიმი ვონგი): და ვეშაპზე რას იტყვით? ისინი მუდმივად ცურავენ, მაგრამ სად არის შედეგი?
(ჟურნალისტი): როდესაც ვცდილობ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას, ამას ვაკეთებ ჩემივე ჯანმრთელობის. და თქვენ რომელი სპორტით ხართ დაკავებული?
(ექიმი ვონგი): ფორმის შესანარჩუნებლად? ასე წრეც ფორმაა. ამ თვალსაზრისით, მე ჩემს ფორმაში ეჭვიც არ მეპარება.
(ჟურნალისტი): და ბოლოს, იქნებ მისცეთ რამდენიმე ღირებული რჩევა ყველას, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს.
(ექიმი ვონგი):
ცხოვრება არ უნდა იყოს მოსაწყენი მოგზაურობა საფლავისკენ იმ მიზნით, რომ ორგანიზმი ლამაზი და ჯანმრთელი შეინარჩუნოთ ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე ამას ასე ვხედავ: ერთ ხელში - ბოკალი შარდონე, მეორეში -შოკოლადი, ორგანიზმი დაბერდა, მაგრამ მე მივქრივარ და აღტაცებული ვამბობ: აი, მესმის თავგადასავალი! (ხაზგასმული წინადადება, 1-2-ჯერ კარდად წაიკითხეთ)
რამდენიმე ფაქტი, რომელიც დიეტოლოგმა, ექიმმა ვონგმა გაგვიზიარა.
1. იაპონელები ძალიან ცოტა ცხიმს იყენებენ და უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს
2. მექსიკელები ბევრ ცხიმს ჭამენ და უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს
3. ჩინებელი ძალიან ცოტა წითელ ღვინოს სვამენ და უფრო იშვიათად ემართებათ ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს
4. იტალიელები სვამენ ბევრ წითელ ღვინოს და უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს.
5. გერმანელები სვამენ ბევრ ღვინოს, ჭამენ ბევრ სოსისს და ცხიმიან საკვებს, მაგრამ უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს.
ზოგიერთი ადამიანი იმდენად არის გატაცებული საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვით, რომ ავიწყდებათ, იცხოვრონ. არადა, ცხოვრება უმოწყალოდ
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გარბის... ნუ ჩავარდებით უკიდურესობაში - ხანდახან თავს სიამოვნების უფლებაც მიეცით, თორემ ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა თქვენს ცხოვრებას მოსაწყენ
--------------------------------------------------------------------------------------------------
არსებობად გადააქცევს, - აი, ამის თქმა სურდა ექიმ ვონგს ამ სახუმარო ინტერვიუში -------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიხვდით ახლა რაზეა ინტერვიუ? აი მეც მაგას ვამბობ, ადამიანი რომელიც შტანგების და გირების მეტს ვერაფერს ხედავს, მერე ცხოვრება უკვე მოსაწყენი ხდება, იმიტომ რომ ბოლოსდაბოლოს ყველაფერი ბეზრდება ადამიანს, სწყინდება, ყირჭდება. . .
ხანდახან მართლა უნდა მისცე თავს უფლება წაუქეიფო და დრო ატარო, ბუნებაში გახვიდე, დრო გაატარო, მოგონებები შეაგროვო და ტკბილად გაიხსენო როცა დაბერდები, რომ გასახსენებლად ღირდეს.
http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=2053 This post has been edited by asphalt on 20 May 2016, 20:40