#40214832 · 15 Mar 2014, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგია ფლირტი, მერე მიჩვევაც კარგია , მერე ჩახუტებაა, მალე აცივდება,აცივებაც კარგია, პლედს მოახურებ, ისიც მოგახურებს, მერე ხელებს გაითბობს შენი ჯემპრის ქვეშ... მერე შენ გაითბობ. მერე...მერე ,მერე...გაზაფხულდება ... სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს , ყური ფონენდოსკპივით აქვს , გულზე მიადებს და გულის ცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ... კაცისთვის ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება როცა შენთვის საყვარლ თუ სასურველ ქალს ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავ... ხედავ მის ოდნავ მოღუშულ სახეს ნელ–ნელა რომ სწორდება, ლაგდება და ნაკვთებზე ღიმილი ეფინება ... ცდილობ ხმადაბლა ისუნთქო და არც კი შეირხე , სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან ისე გადაუწევ თითქოს პეპელამ აწია და გადადო თმა.... ან უფრო ნაზად. ეს ალბათ ყველაზე ღრმა ძილია ყველაზე მოკლემტრაჟიან ძილს შორის , ღრმა და სასიამოვნოდ ამავსებელი მამაკაცის მკერდის ტემპერატურით. ტემპერატურა რომლიც ორმაგრდება და მისი მნიშვნელობით 1000 გრადუს ცელსიუს უდრის . მისი გარდაქმან რომ ხდებოდეს ალბათ ყველაზე მძიმე მეტალს სამუდამოდ დაადნობდა . მერე ეღვიძება და ისე გიყურებს როგორც ბავშვი საწოლის თავზე დაკიდებულ თბილი ფერებით შეფერილ სათამაშოს ... ხელებსაც ისე მოგიფათურებ სახეზე თითქოს პირველად აღგიქვა . ძილინებისა ქალბატონო...
|