ულამაზო ქალი უფრო ზერთულია, თუ ეგრეა

არაფერი განსაკუთრებული ხვედრი, მისია, პასუხისმგებლობა და მით
უფრო ფილოსოფია, თავისავად და ავტომატურად არაა სილამაზეში.
და რაც არის, არის იმ გაგებით, თუ რა შედეგი/აღმაფრენა/შთაგონება მოაქვს ერთის სილამაზეს მეორისთვის.
ანუ სილამაზის მთავარი ღირებულება არის არა თავად სილამაზე როგორც ფაქტი, არამედ მისით გამოწვეული ეფექტი სხვაში.
სილამაზის დამფასებლის მიერ მიღებული მუხტით და შემდეგ სულიერი დუღილით წარმოქმნილი პროდუქტით
ფასობს იმ პირველის სილამაზე. ეს პროდუქტი ხან სიყვარულია, ხან ხელოვნება, ხან მეცნიერება, ხან ადამიანი...
ნებისმიერ ვარიანტში სილამაზის ამ გზით რეპროდუქცია მხოლოდ ფასეულს და ახალ სილამაზეს ბადებს.
(და მაინცდამაინც ადამიანურ სილამაზეზე არ მაქვს საუბარი. ნებისმიერი მშვენიერების თვისება იგივეა).
სწორედ მაგ სილამაზემ ათქმევინა იმ ერთ ჭკვიან კაცს "Красота спасет мир"-ო,
თორემ ქუჩის მეორე მხარეს შემხვედრად მომავალი მომღიმარი ლამაზი ქალი არ უგულისხმია, აშკარად... : )
თუ დამფასებლის მაგივრად შემფასებელს აქვს ადგილი და სულიერი დუღილის ნაცვლად მხოლოდ ხორციელ ბუყბუყს,
მანდაც წარმოიქმნება პროდუქტი, ოღონდ გაცილებით მდარე და მალე წარმავალი.
დამფასებლის მიერ დანახული სილამაზე უკვდავია, შემფასებლის _ მოკვდავი.
ამიტომ უბრალოება და სიყვარული უკვდავია, გლამური და ვნება მოკვდავი.
დამფასებლის და შედეგში გარდასახვის გარეშე სილამაზე ჯასთ კარგი რეკომენდაციაა,
ყველგამომქმედი ჯადოსნური საშვი, რომელიც ადრე თუ გვიან ბევრი ჩამოსმისგან გაცვდება
ი ვსო
This post has been edited by SCO on 18 Feb 2014, 11:40