ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, ჯერ მერხს დაფხაჭნი, მერე სიგარეტს მოწევ, მერე კაცს მოკლავო..
მაგრად ვხალისობდი ამ ჩემი მასწავლებლის ნათქვამზე, მერე სტივენსონის განძთა კუნძული წავიკითხე, იქ ერთი მომენტია, მერხის გაკაწვრა არ არის ნახსენები, მაგრამ აზრი იგივეა: ყველაფერი მცირედიდან იწყება და მერე ვითარდება, მიმდინარე პირობების და საწყისი მოცემულობის შესაბამისად
ფეისბუქზე ფილირტი, ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ღალატი -ღალატია.
არ ღირს პატიება. თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს მსგავსი ქცეებისკენ, ოდესმე მაინც მოძებნის კალაპოტს, განსაკუთრებით მაშინ,რ ოცა სიტოაცია მოახდეს მისი ამ თვისებების სტიმულირებას
ფეისბუქზე ფლირტის რა გითხრათ, მაგრამ ჩემი აზრით, როცა ადამიანს ხელიდან წასულობისკენ მიდრეკილებას შეამჩნევ, არ ღირს შეეცადო მის გამოსწორებას,
თუ მაინცდამაინც ვერ ელევი, ურთიერთობა უნდა გააგრძელო,მაგრამ დამოკიდებულება შეცვალო, უაზრობაა ეცადო, შეცვალო კარგისკენ, როცა ის ცუდისკენ ექაჩება საკუთარ თავს და კიდევ აქეთ არის უკმაყოფილო შენი ქცევით, თუკი ვინმეს სანაგვეზე სურს ყოფნა, ეს მისი არჩევანია და სისულელეა იქ უადგილო "სიკეთეები"
* * *
ჯერ გაარკვიე ისე ზუსტად, იქნებ არც ფლირტაობდა - ბუნდოვნად მახსოვს, შეყვარებულ ადამიანებს გაზვიადება სჩვევიათ