ღალატის სექსუალურ გამოვლინებას განვიხილავთ ძირითადად და არ თვლით, არ მიგაჩნიათ, რომ სხვა საქცილეიც შეიძლება იყოს საყვარელი ადამიაისაგან (რა ბანალურობად იქცა ეს სიტყვათშეთანხმება - საყვარელი ადამიანი

) ღალატი?
არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? და ეს ყველაფერი სეიძლაბა რანაკლებ მტკივნეული იყოს გადასატანად.
რაც შეეხება სექსით ღალატს.
უახლოეს წარსულშიცა და იმაზე ადრეც იყო შემთხვევბი, როცა "საყვარელი ადამიანის" გადასარჩენად (დახვრეტას, ციხელში ამოლპობას, განადგურებას) ქალმა საზრაურად გაიღო სექსი.
ნებისმიერი "საყვარელი ადამიანისათვის" ალბათ ეს მტკივნეული იქნება და პირველ რიგში შელახული თავმოყვარეობის გამო, მაგრამ რეალურად როგორაა საქმე, თვქნი აზრით იყო/არის ასეთი საქციელი ღალატი?
ჩემი აზრით ასეთ საქციელში ჩანს ქალისა და მამაკაცი ფსიქიკის, ცნობიერების ფუნდამენტური განსხვავება. ქალისთვის "საყვარელი ადამიანი" (ხო გამიწვრილა გული ამ ტერმინმა) უმაღლესი ღირებულებაა რომლის ფონზეც ხვა ყველაფერი მორეხარისხოვანია. ამ პიზიციიდან სექსი სხვასთან სხვანაირად აღიქმება.
მამაკაცისთვის მთვარი პრინციპები და ღირსებაა რომელიც, რა თქმა უნდა ილახება, როცა ცოლი სხვა აძლევს. და ვერაფერი გადაფარავს ამ დანაშაულს, ვერანარი კეთილშობილი მოტივი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრიციპები და მორალი, ზნეობის ის ნორმები რომელსაც ეყრდნობიან დრევანდელი ადამიანები პატრიარქალური საზოგადოებების ქმნილებაა.
შეიძლება ამ განსხვავებიდან მოდის სექსისადმი მამაკაცისა და ქალის განსხვავებული დამოკიდებულებაც, თავის მხრივ აქედან გამომდინარეა ღალატის გაგებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები.