მემგონი ძალიან არ შემიწუხებია ორსულობის პერიოდში
არც რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა მქონია, არც ჭირვეულობა არ დამიწყია, არც უმიზეზოდ მიტირია ... ვარ ჩემთვის : ))))
საერთოდ დისკომფორტის ატანა ადვილად შემიძლია, როცა რაღაც მაწუხებს , მტკივა ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება ... მეც მინდებოდა ვაშლატამა ღამის სამ საათზე

ისე მინდოდა ვკვდებოდი
აი რომ წარმოვიდგენდი როგორ გემრიელად შევახრამუნებდი რომ მქონოდა მაჟრიალებდა : )))
მაგრამ ვითმენდი

სულ მეგონა ხოლმე რომ ორსულების კაპრიზი იყო ეს უცნაური სურვილები მაგრამ მაშინ მივხვდი რომ ვცდებოდი
ფორთოხალზე ვგიჟდებოდი, განსაკუთრებით ფორთოხლის, ლიმნის კანები მიტაცებდა
უფრო გემრიელად მეჩვენებოდა
2 კილო ფორთოხალი შევჭამე ერთხელ და კიდევ მინდოდა
კივი, ბანანი , ოხრახუში , სალათის ფურცლები ...

სულ ხილზე და ბოსტნეულზე გადავიარე მგონი

წარსულში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ უკვე მეცხრე თვეში ვარ და გადამიარა ამ უცნაურმა სურვილებმა : )))))
მერე რაა რომ აქტიურ ცხოვრებას დროებით ჩამოვცილდი, სამსახურში სიარული და გადატვირთული გრაფიკი მენატრება, ჩემი ტანიც მენატრება , ძველი ფორმები ... ზედმეტი 7 კილოც არაა ადვილი გადასატანი მაგრამ... მაგრამ მე ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი პატარა ანდრია იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი : ))))
დიახაც
თუნდაც 100 კილო გავმხდარიყავი, მაინც არ ვიწუწუნებდი...
ალბათ ყველა მამაკაცისთვის დიდი ბედნიერებაა ორსული ცოლი დანახვა
მისთვის კი ნამდვილად ასეა
This post has been edited by I love chris :) on 28 Feb 2014, 14:16
...