სხვა გარემო, სრულიად განსხვავებული ადამიანი, რომლის აზრს, პრინციპებს პატივი უნდა სცე, გაითვალისწინო , მოვალეობები ...
თუმცა ეს სულაც არაა ცუდი
მე ამ პასუხისმგებლობამ უკეთესობისკენ შემცვალა და სულაც არ დავუთრგუნივარ
ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა სურვილი რომ მეზრუნა, მომევლო , გავფრთხილებოდი " სხვა" ადამიანს
მივხვდი, რომ ამით სიამოვნებას ვიღებ
მე აღარ ვარ ისეთი ეგოისტი ... არა, ნუ ეგოისტი ვარ მაგრამ ამ ადამიანის მიმართ ვერ ვარ
სულ ყველაფერი კარგი მას მინდა ჰქონდეს, მთელი ჩემი მზრუნველობა მას მინდა დავახარჯო და ამავდროულად მოსაბეზრებელი არ ვიყო
დილით რომ ვიღვიძემ პირველად იმაზე ვფიქრობ, აი დღეს რა გავაკეთო დადებითი, კარგი , საინტერესო რომ მან იამაყოს ჩემით , შემაქოს, აღნიშნოს რომ " აი ყოჩაღ გვანცა, ეს კარგია " : )))))
უფრო კარგი ადამიანი გავხდი
ისეთი რაღაცეები შევამჩნიე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი
ჩემი შინაგანი სამყარო უფრო გალამაზდა, ამ მხრივ ნამდვილად შევიცვალე, ასევე აღარ მაქვს ბევრი დრო მეგობრებისთვის, თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა მირჩევნია ოჯახთან ერთად გავატარო
მოკლედ ბევრი რამ შეიცვალა უკეთეობისკენ და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება
...