ეს ისე ყოველი შემთხვევისათვის
ეს ულამაზესი ცხოველი თითქმის აღარ დარცა საქართველოში,რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობაა, შატილის ახლოს ანატორთან არის ხატის ტყე (სადაც არათუ ნადირის მოკვლა, არამედ ფიჩხის მოგროვებაც კი იკრძალება)ამ ტრადიციას ხევსურები იცავდენენ,სადაც წინა საუკუნის 60 წლებში ცხოვრობა ნიამორების ოჯახი 6-7 ინდივიდი,მათი დანახვა და სურათის გადაღებაც კი შეიზლებოდა დღის ნებისმიერ მომენთში და აი ერტ Dრეს ჩავიდდენ მილიციის ნაწილები და დახოსეს საცოდავი ცხოველები...
საქართველოში გავრცელებულია თუშეთში (პირიქითა და გომეწრის ალაზნის ხეობაში), მეოცე საუკუნის დასაწყისში გვხვდებოდა ბორჯომის ხეობაში ,მაგრამ ამჟამად გადაშენებულია, ამ ზაფხულს სომხებისაგან ნაჩუქარი 10 ნიამორი შეიყვანეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. აწყურის საგუშაგოსთან აშენდა დიდი ვოლიერი, სადაც ნამატის მიღების შემთხვევაში, ბუნებაში მათი გაშვება მოხდება.
არჩვი (ფსიტი) მაღალი მთების ჩლიქოსანია. იგი უფრო ქვედა ზონაში, ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ადგილებში ბინადრობს.
არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად ალპური ბალახეულით იკვებება. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.
არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ýძელია მისი სქესის გარჩევა.
ჩვენში არჩვზე ნადირობის საშუალებები და ხერხები თითქმის ისეთივეა, როგორც ჯიხვისა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არჩვზე მორეკვით ხერხსაც იყენებენ, როდესაც არჩვი ტყის ზონაშია ჩამოსული და თავშეფარებულია ხშირ ტყეს ან ბუჩქნარს. ასეთ დროს შეიძლება სადალულიანი თოფის ხმარებაც მსხვილი ფინდიხით (კარტეჟით) დატენილი ვაზნებით.
არჩვის ძირითადისაბინადრო ადგილსამყოფელია: ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ბაღდათის, ოზურგეთის, ვანის, ჩოხატაურის, და აფხაზეთის რაიონები. მცირე რაოდენობით ისინი ბინადრობენ აგრეთვე ზოგიერთ სხვა რაიონშიაც.
საქართველოში მობინადრე სახე:ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - Gazella subgutturosa Guldenstaedt, 1780.
ქურციკი მომცრო ზომის ცხოველია, სიმაღლე ნიადაოში: 60-80ცმ, სიგრზე 90 - 115სმ, წონა კი -18-33კგ.
მას საკმაოდ გრძელი კუდი 15-20სმ აქვს; რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებთ 25-43სმ; იშვიათად მდედრებსაც ააქვთ 5სმ.
მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები 18 თვის ასაკში.
მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას; რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში
სიცოცხლის ხანგრზლივობა 10-12 წელია.
ქურციკები ზაფხულოიბით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად 10-15 ინდივიდი, ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს,რამდენიმე ასეული ინდივიდი.
100 წლის წინ საქართველოში ქურციკი გავრცელებული იყო თბილისის და რუსთის მიდამოებში არსებული ველები, გარეჯის "უდაბნო", გარდაბნისა და დედოფლის წყაროს რაიონები. ურბანიზააციის ინტენსიურმა პროცესმა, ჭარბმა გადაძოვებამ ქურციკის საკვები ბაზის შემცირება და ამ ცხოველის რიცხოვნების შემცირება გამოიწვია, რასაც შემდგომ დაემატა
ბრაკონიერობა და უკონტროლო ნადირობა და ქურციკი გადაშენდა საქართველოში, იყო პერიოდი როდესაც ის შემოდიოდა აზარბაიჯანიდან, მაგრამ უკან გაქცევას, ან აქ დამკვიდრებას ვეღარ ასწრებდა ხოლმე. საბოლოოდ არმოჩნდა რომ ქურციკის წითელ წიგში შეტანა სტატუსით: "გადაშენებულია საქართველოში" უფრო იაფი აღმოჩნდა ვიდრე მისი დაცვა და რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება.
დღეს კი ქურციკის აღდგენა (თუ საერთოდ დაინტერესდა ვინმე ამ პრობლემით) დიდ სახსრებს, დროსა და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თანაც ამ ძალისხმევას შედეგი იმ შემთხვევაში ექნება , თუ ე.წ. "მონადირეები"ს (ბრაკონიერები მყავს მხედველობაში) ქეიფისა და სადღერგძელოს გარეშეც გაახსენდებათ თავის ქვეყანა!!!
დღეისათვის ქურციკის აღდგენის ერთერთ საუკეთესო ადგილია ვაშლოვანის ეროვნული პარკი.
-მეიდ ინ კახეტი
ჯიქი - ლეოპარდი - Panthera pardus
მეოცე საუკუნის დასაწყისითვის ჯიქის საცხოვრებელი არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეაღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.
ნატურალისტები და ზოოლოგები მე-20 საუკუნის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, რომ ეს სახეობა, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოგვეპოვებოდა. თუმცა, 90-იან წლებში მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა "დიდი კატის მაგვარი ცხოველის" ხევსურეთში არსებობის შესახებ.
ითვლებოდა რომ ჯიქი მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე - პირიქითა ხევსურეთში , თუშეთში და სპეროზას მთაზე. 2003წლის ნოემბერში მისი კვალი ნაპოვნი იყო ვაშლოვანის ნაკრძალში, ხოლო 2004 წლის აპრილში ამავე ნაკრძალში დაფიქსირებულ იქნა ფოტოხაფანგის საშუალებით.
ზემოთთქმულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ
http://www.nacres.org/g_leopardi.htmlhttp://www.nacres.org/g_pr1.htmlლეოპარდის ევრიტროპული სახეობაა. ჩვენთან ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ჰაბიტატებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ ალპურ და სუბნივალურ სარტყელებში. შემორჩენილია ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში.
საქართველოს წითელ ნუსხაში ჯიქი შეტანილია როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა. -
ესეც მეიდ ინ კახეტი

და ხარაგოულშიც ნახეს ცოტა ხნის წინ. ნუ მელია, ტურა,მგელი,გარეული კატა,დათვი,ფოცხვერი ისეთი თემაა რო არცაა სააპარაკო