თუ მისი დანახვისას გული ძველებურად აღარ გიცემთ, უთქმელადაც მიხვდება, რომ მიატოვეთ, იგრძნობს და თუ ვერ იგრძნობს, გამოდის, რომ არც არასროს ყოფილხართ ერთად
სიტყვები რა საჭიროა?
ადამიანები ვაუფასურებთ სიტყვებით ჩვენს გრძნობებს, ყველაზე მეტად კი სიყვარულს ვაუფასურებთ
რატომ არ კმარა ორი სულისა და სხეულის ველური, შიშველი მიზიდულობა?
მზეც მიიზიდავს დედამიწას და ამ უტყვ მიზიდულობაში იმდენი მშვენიერებაა, რამდენიც არაა არც ერთ სასიყვარულო სიტყვაში
ან რატომ ვცდილობთ ამ დიდი გრძნობის შეკავებას, როცა წამის შეკავებაც კი არ შეგვიძლია?
და თუ დასველებისა გეშინია, მაშინ წყალშიც არ უნდა შეხვიდე
მარტოდ ყოფნა სჯობს, ოღონდ მარტოობა განცდათა სიღატაკეს როდი ნიშნავს!
უფრო პირიქით!