მე მყავს როტვეილერი და გერმანული მყავდა კიდე - ორივე სასწაულ ჯანზე, 55 კილოა როტვეილერი და 65 იყო ავჩარკა. ცვეტში საქონელი იყო ისეთ ჯანზე...ხოდა გვაჩუქეს სიამის კნუწიკა. ავჩარკა რო იყო ერთი თვის კაკრას მაშინ და ერთად გაიზარდნენ, მაგარი ძმაკაცები იყვნენ, ერთად ეძინათ ხოლმე, როტვეილერი უკვე დიდი იყო ამ დროს და ორივეს აჩმორებდა, ავჩარკასაც და კატასაც

როგორც კი წამოიზარდა სიამის კნუტი სურათი რადიკალურად შეიცვალა

ნი დაი ბოგ, რომ როტვეილერს გაეტრაკებინა, არათუ თავს იცავდა აქეთ მოსდევდა უკან, სუ დაჩეხილი ჰქონდა თავ-ტრაკი საწყალ ძაღლს
ნუ ბოლოს ძაღლი ძაღლის ტყავს რო არ დახევს - ალიანსი შეკრეს ძაღლებმა...ერთ დილას რაღაც სასწაული ხმა მომესმა, გავედი აივანზე და ეზოში როტვეილერს ამ საწყალი კატის თავი ედო მთლიანად პირში, ავჩარკა უკანა ფეხებს უკავებდა რო არ დაეპორჭყნა ალბათ

კი გავარდი მაშინვე,მარა გული ჰქონდა გახეთქილი საწყალს უკვე, არცერთი ნაკბილარი, მოგუდვა ან მოტეხილობა არ ჰქონდა, ბავშვობის ძმაკაცის ღალატი ვერ გადაიტანა, ავჩარკამ რო უღალატა და გაუსკდა გული. მაგრად კი შემეცოდა ისე მართლა კაი ტიპი იყო.