GENTLE GIRLცუდი გაგებით ვთქვი..
რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს და რა დროსაც არ უნდა ატარებდე ყოველ საღამოს სახლში
მაინც ცუდია მარტო ცხოვრება..
გინდ ფუფუნებაში და ნაშებში იყო და გინდ უფულოდ და უქალოდ.. ორივე ვარიანტში ცუდია..
გინდ მეგობრების გარემოცვაში იყო დილიდან საღამომდე მაინც ცუდია..
ნორმალურ ადამიანებთან თუ ცხოვრობ კიდე თავისუფლებაც გექნება საკმარისი, სივრცეც და ა.შ.
და საბოლოო ჯამში ბევრად ბედნიერი იქნები..
რა ჯობია საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას.. გინდ ოჯახი იყოს, გინდ მეგობარი გოგო, გინდ უბრალოდ მეგობარი..
***
მარტოობაზე გამახსენდა..
რამოდენიმე დღის წინ ავტობუსით ვმგზავრობ და 2 ხანში შესული ასე 50-55 წლის ქალი ამოვიდა და ერთი ეუბნება
მეორეს რო მეო ხშირადო ასეო სამსახურის მერეო ავტობუსსში ჩავჯდებიო და მთელ ქალაქში დავდივარო და ვათვალიერებო ხალხსო და სხვა და სხვა ადგილებსო..
ხან ვინ დამელაპარაკება და ხან ვინო..
აბა სახლში მე არავინ მელოდება ერთი უშვილძირო შინაბერა ქალი ვარო..
დამეწვა გული რო ვუსმენდი.. არადა ისეთი საყვარელი ქალი ჩანდა..
მოკლედ მაგარი მურტალი რამეა ეს მარტო ცხოვრება და ზოგადად მარტოობა..