თბილისელიხანგრძლივ პერსპექტვაში ფილტვის კიბოს 60-70 % რისკს რომ თავი დავანებოთ,
სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს უარყოფითად, რასაც კავშირი აქვს მეხსიერებასთან, ნერვულ სისტემასთან და ა.შ.
ეს პირველადი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, ფიზიოლოგიურთან ერთად სოციალურ საკითხებსაც მოიცავს, მაგალითად ლოგიკურად აზროვნების უნარის დაქვეითებას, ან ხასიათს - თუ დაბალია ბედნიერების მაჩვენებელი და ინტელექტს არ ახლავს საკუთარი თავის რწმენა-განწყობა, აინშტაინებისთვისც კი არ დგება წარმატება. სტატისტიკა უბნობს.
დიდი შუალედის მერე რომ მოწევ ერთ ღერს, თავბრუს გვახვეს, სასიამოვნო გრძნობაა და ასევე კარგი მაგალითი იმის მისახვედრად, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს სიგარეტი სისხლის მიმოქცევაზე.
რაც შეეხება ფილტვებს, მგონია რომ არაჯანსაღი ფილტვი შედარებით ცუდად ფუნქციონირებს, ერთი რომ ორგანიზმისთვის ჰაერი მნიშვნელოვანი საკითხია და მეორე, ასეც რომ არ იყოს, რადგან ის მუდმივად გვჭირდება, უკვე მნიშვნელოვანი ხდება. მე მაგალითად სკლეროზი მქონდა, დღეს რომ რამე მოხდებოდა, ხვალ ვეღარ ვიხსენებდი ნაწილს. ბევრი ბოდიალის და ანალიზების შემდეგ, ერთმა ნევროპათოლოგმა მირჩია ცხვირის ოპერაციის გაკეთება, ერთ ნესტოში ჩვეულებრივ ვსუნთქავდი, მეორეში - 30 %-ით. ნუ, თავიდან ვიფიქრე, არ ღირს ოპერაცია, ესეთი პატარა დეფექტი, ასეთ დიდ შედეგს, ანუ სკლეროზს

, ვერ გამოიწვევდათქო, მერე ამიხსნა, რა რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმის და მათ შორის-ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება, თურმე კბილების წყობასაც ქონია მნიშვნელობა. მოკლედ გავიკეთე და დამიბრუნდა ჩემი მეხსიერება, ნაწილს მომავალში ველოდები.
ამიტომაც სიგარეტის ჩიპსებთან შედარება არ მგონია სწორი, თან მეეჭვება ჩიპსებს ვინმე დღეში 30 ჯერ ჭამდეს
დაახლოებით ისეთი სიტაციაა, აი ნათურა რომ ამუშავო ცვალებად, დაბალ დენზე. არც ნათება ექნება კარგი და ექსპლუატაციის ვადაც მალე გაუვა.
საქმე ისაა, რომ ხშირად ეს მისი უარყოფითი მახასიათებლები ხდება ვერ დანებების მიზეზი, მე მაგალითად ეგრე მემართებოდა, ფილტვზე ოპერაცია რომ გავიკეთე რამდენმე წლის წინ, მეორე იმ თვეში, რიანიმაციიდან რომ გადმომიყვანეს პალატაში, პირველი რაც გავაკეთე, ექთანი გავაგზავნე სიაგარეტზე. მერე საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ამ ამბავს ხშირად ვყვებოდი ხოლმე როცა სიტყვა მოიტანდა, ანუ გულის სიღმეში მეამაყებოდა. ამ ქცევით ვუთხარი საკუთარ თავს, აუ მე მაგარი ტიპი ვარ, ვიცი რომ სიგარეტი ცუდია, მარა მკიდია, ერთი მაგის დედაც ვატირე და ა.შ

კიდევ ის რომ მე რა დროშიც და რა ფასეულობებზეც გავიზარდე, იქ სიგარეტის მოწევა მაგარ ტიპობად ითვლებოდა(დამწებებისთვის ეხლაც ეგრეა), მერე იზრდები, ვითარდები, მაგრამ რაღაცეები რჩება ღრმად ტვიში. არადა რა არის სიგარეტი ხო, ერთი მავნე, არაეთიკური და არაესტეთიური ჩვევაა, რაღაც გადაფურთხების მსგავსი
მოკლედ, რაც დავანებე, უფრო ჯანმრთელად და ხალისიანად ვგრძნობ თავს, პლიუს კმაყოფილი ვარ, რადგან კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე საკუთარ თავთან ბრძოლაში - ეს ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლების სერიიდან არის

, და კიდევ- ვისაც წონის მომატება უნდა, სიგარეტის დანებების და ვარჯიშის ხარჯზე უკვე 5 კილომდე მოვიმატე ბალანსირებულად
ვისაც წონის მომატება არ უნდა და იმიტომ ეწევა, განსაკუთრებით გოგოები, მგონი ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებით, სწორი კვებით და ვარჯიშით, მიიღებენ სასურველ შედეგს სიგარეტის გარეშეც