სხვანაირად წარმოიდგინე
აი დგას დიდი თასი ძალიან და შიგ ყრია პრჭყვიალა ქაღალდში გაქვეული გარედან თითქმის ერთნაირი მაგრამ შიგნიდან სხვადასხვა კუსოკები
ამ კუსოკებიდან იშვიათი კანფეტია, უფრო იშვიათი შოკოლადი, ზოგი პური ან უბრალო მაგრამ ისეთი რაღაც რისი ჭამაც თავისუფლად შეიძლება.
და არის მძღნერებიც

სტატისტიკის მიხედვით არც ისე ცოტა...
და დგახარ შენ ამ თასთან... განგებამ გარგუნა... დაიბადე ამ თასში

გაიზარდე... ისარიც კი აქ გაქვს ნასროლი
დგახარ და ფიქრობ რომელი აირჩიო რომ შეცდომა...
შეგიძლია საერთოდ არ აირჩიო მაგრამ მაშინ 0-ს იღებ და ამბობენ რომ ყველაზე დიდი შეცდომა შეცდომის დაშვების შიშით არაფრის კეთებაა.
ამიტომაც ხშირად მაინც გიწევს ამ თასში ხელის ჩაყოფა და ერთერთის ამოღება
ზოგი ალალ ბედზე იღებს, ზოგი იმითი ირჩევს რამდენად ლამაზადაა გარედან შეხვეული, ზოგი-რამდენად ძვირფასად
ზოგი იმ ნიშნებით ეძებს რომელიც დიდებმა და გამოცდილებმა ასწავლეს მაგრამ მხედველობიდან რჩება რომ მას მერე თასი რამდენჯერმე სერიოზულადაა შეჯანჯღარებული და შესაფუთი ქაღალდებიც შეიცვალა
ზოგი ჭკვიანი მაინც ხვდება როგორ ჩაიხედოს შიგნით და ზოგიც ვაბშე მანამდე იწყებს მასთან ცხოვრებას სანამ ამოიღებს იმის იმედით რომ დააკვირდება ქაღალდის შიგნით რა არის...
ერთი კი უდავოა რომ ნებისმიერი არჩევანი ისევე როგორც რაღაცას გართმევსვ გამოცდილებასაც გაძლევს
და უკვე შენს უნარზე რომ ისწავლო ამ გამოცდილებიდან ხდება მერე ყველაფერი დამოკიდებული :|
პირველივეზე გაარტყავ? მთლად ვერ გაარტყავ მაგრამ დაკმაყოფილდები? მძღნერი შეგხვდება და მძღნერშივე დარჩები?
არ დარჩები მაგრამ დანებდები და მეტს აღარ ცდი? ჯიუტად დაიწყებ კანფეტის ძებნას მაგრამ იგივე მეთოდით რომლითაც მზღრენები გვხდება და ერთ დღესაც შეამჩნევ რომ ვერც იპოვე და უკვე აღარც მეტის შეჭმის თავი გაქვს?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მალადეც მე