სიყვარული უნდა შეეძლოს იმ გაგებით როგორც მესმის მე...რავი დღესდღეობით ეს საკმაოდ რთული მოთხოვნა ყოფილა

"უნდა" ზოგადად ცუდი სიტყვაა...იძულებასავით ჟღერს...
კი ვამბობთ ყველანი რომ არ ვაფასებთ ადამიანებს რარაც კრიტერიუმებით და ა.შ. მაგრამ არის რაღაც თუნდაც დეტალები რომლებიც იმდენად მნიშვნელოვანია რომ შეიძლება ფაქტიურად იდეალურად დაწყებული ურთიერთობა , გაცნობა, სრულიად გააფუჭონ..
კარგი იქნება თუ:
ექნება კარგი იუმორის გრძნობა
ეყვარება ცხოველები და ზოგადად ბუნება
ვნებიანი
ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე ტიპი, ემოციური, ოღონდ ემოციურში არ ვგულისხმობ სერიალებზე ტირილს, უბრალოდ უემოციო, ზედაპირული და მანქანებივით ადამიანები არ მაინტერესებს...
ინტელექტის დამაკმაყოფილებელი დონე მაინც

ნუ მტავარია გახსნილი გონება ჰქონდეს და ჭკვიანი ტიპი იყოს და წაკითხული თუ არ ექნება ბევრი რამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა
არა გურჯისტანული აზროვნების..
თავდაჯერებული იმ დონეზე მაინც რომ ურთიერთობის დაწყების არ მოერიდოს ...
კარგი გემოვნება (კარგი ანუ ჩემი გადმოსახედიდან)
და ზოგადი ფონი მაინც საერთო მსოფლმხედველობის და ინტერესების....ანუ შეიძლება ყველაფერს არ ვიზიარებდეთ მაგრამ ჩემი საპირისპირო შეხედულებები არ უნდა ქონდეს ყველაფერზე
ვიზუალის მხრივ არ მაქვს რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები (ვერც იმას ვიტყვი ვიზუალს არ ვაქცევ ყურადღებასტქო) ...უბრალოდ თმა არ უნდა ცვიოდეს, ჰიგიენა დაცული, ჩემზე 10 სანტიმეტრით დაბალი არ უნდა იყოს
This post has been edited by whiteCBR on 28 Apr 2014, 11:01