არამგონია მასეთ ქალს კაცის (მოთმინების) ეგრე პრიმიტიულად გამოცდა საკუთარ თავში დასარწმუნებლად ჭირდებოდეს...
არც შენ მგონია მართლა მასე ფიქრობდე : )
უფრო თვითშეფასების ამაღლების მცდელობის, კომპლექსების მოჭარბების, ან სულაც დაუფიქრებელი ინერციის ბრალია ეგეთი საქციელი.
საკუთარ თავში არსებული ქაოსის და კითხვების სხვა მამაკაცის მიერ მოგვარების არა თუ იმედით,
არამედ მოთხოვნითა და ამბიციით რომ გამოდის და ამას კაცს მისივე კაცობის ტესტად და უმთავრეს გამოწვევად უსახავს,
მასეთი ქალი ისედაც საეჭვოა რომ ცხოვრებაში ოდესმე საერთოდ რამეში ბოლომდე იქნება დარწმუნებული...
მაგრამ მაგ ფაქტზე დიდი ტრაგედია რა არის მანდ იცი? აი მაგ ქალისადმი ის კაცი მართლაც რომ იყოს განწყობილი როგორც ამ ქალს სურს,
ყველაფერზე წამომსვლელ-მომთმენი ანუ, ბოლოს მაინც ისევ ქალის ჩიხით დასრულდება სიტუაცია; რადგან ქალს რომელსაც
დიფოლთ მდგომაროებად აქვს რომ უმკურნალო რესტავრირება ჩაუტარო, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთო, შენი სოფტი დაუუინსტალირო მის გონებასაც,
წყალზე გაატარო და ცაში ააფრინო და ამ ყველფრის პარალელურად იმდენად მიწიერიც იყო რომ ბოლომდე სდიო, ვიწროებში შეიტყუო,
მწევრები მიუქსიო მოინადირო და ზურგზე გადაიკიდო, დამიჯერე ეგეთი ქალი ბოლოს არც იმ უეფას თასივით მოპოვებულ წარმატებას დაგიფასებს
როგოც საჭიროა ისე. როგორც მინიმუმ ახალ ეგეთ თასს დაგისახავს და მაქსიმუმ შეიძლება საერთოდ ლიგიდანაც გაგრიცხოს.
მასეთ ქალს არ უყვარს მამაკაცი და არაფერი კაცის მიერ შემქნილ-გაწვდილი, მას უყვარს მის მიერვე შექმნილი კაცის ხატი, როგორც მისი მშველელი
და არასდროს იქნება მზად იმისთვის, რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა ურთიერთობის შემქნაში.
არ მაქვს საუბარი ისეთ შემთხვევაზე, როცა ქალს დახმარება ჭირდება და რეალურად უნდა მეგობრის/მამაკაცის გამოწვდილი ხელი,
იაზრებს ამას, ელოდება, იღებს შანსს და იყენებს კიდეც. ეგეთი იშვიათია და უმეტესობა ზემოჩამოთლვილი მანიითაა შეპყრობილი.
რატომ და საიდან მოდის ეგ მანია ეგ კიდევ უფრო გრძელი თემაა...
კაცის გადმოსახედს კი ეგეთი ქალი ვერ უყურებს სათანადოდ და ვერ აღიქვამს რომ თავმოყვარე მამაკაცი
კაკ რაზ მაგას არ აკადრებს ქალს, რასაც ეგ ითხოვს მამაკაცისგან. ვერ მიხვდება რომ მსგავს კაცს განა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად
არ უჩნდება სურვილი პირველი უარის მერე ისევ შეაწუხოს ის ქალი და ამით იმ ბიდლოს დონეზე დავიდეს, რომელიც უმისოდაც აბეზრებენ ქალს თავს.
მასეთ მამაკაცს, რომელიც რეალური ინტერესებითაა ქალისადმი გამსჭვალული და ამას სათანადოდ გამოხატავს ყოველ დეტალში,
ხშირად უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რომ მისი ქმედება არასაკმარისად მკაფიოა და დასანახად რთულია. და ასეცაა ხომ ძირითადად.
ამიტომაც ფიქრობს, თუ ჩემს მაქსიმალურ მონდომებას, გულწრფელობასა და ინტერესს მიწუნებს, რაღა მრჩება შესათავაზებელიო?
ხვდება რომ დამარცხდა და მიდის. მიდის კაცურად და ადამიანურად, მაღლდება პრიმიტიულ ძიძგილაობაზე და ურთიერთბრალდებებზე.
და რას ფიქრობს ამ დროს ის ბიდლოს ამარა დარჩენილი ამაყი და გაუტეხელი ქალი? _
რომ ის კაცი მშიშარაა... რომ მან ვერ გაუძლო გამოცდას! პატარა წრუწუნამ მაგან...

კითხვა: აქვს ასეთ ქალთან დარჩენა-მოპოვებისთვის ბრძოლას აზრი? არ აქვს...
ამიტომაც,
შენიშნავ თავიდანვე რომ ფსევდოდეპრესიულ-მელანქოლიურ ნესტანდარეჯანობის ხიბლშია? პრაშაი ძეტკა ნა ვსეგდა!...
ინტელექტის დონის მიუხედავადაც კი ბოლოს ერთ მოცემულობაში გადის ყველა ეგეთი ქალი _ გოგოშკაც და შედარებით მოაზროვნეც.
დრო უფრო ძვირფასია. ეგრევე უნდა გადაულოცო ქალის გაზრდით, კარტში მოგებით და მისი ხარაკწერის საკუთარ მე-ზე გადმოწერის მოსურნე კაცებს.
ნაკლებად დატანჯავენ ერთმანეთს
This post has been edited by SCO on 3 Apr 2014, 20:20