ოდესღაც ასე იყო, ოდესღაც კი არ იყო...
მრავალი მეცნიერის აზრით პატრიარქატს წინ მატრიარქატი უძღოდა. ერთი შეხედვით, გაუგებარია - საზოგადოებრივი განვითარების ადრეული ეტაპი, როცა უხეში მამაკაცური ძალა უფრო მეტადაა საჭირო. მაშასადამე, წამყვანი როლი მამაკაცს უნდა ეკისროს, თუმცა ყველაფერი პირიქითაა. ალოგიკურია.
მაშ, რა იყო ქალთა დომინაციის მიზეზი?
"სამეფო კარის თამაშები"-ს გმირი სალადორ საანი ერთგან გენიალურ სიტყვებს ამბობს:
"I've been all over the world, my boy, and everywhere I go people tell me about the 'true gods', they all think they found the right one. The one true god is what's between a woman's legs!"
აი, ჩვენი ამოცანის გასაღები!
სწორედ ეს იყო მდედრთა დომინაციის მიზეზი, ბუნებრივი მიზეზი...
გარბოდა ჟამი ასე, სიამტკბილობაში მანამ, სანამ პრეისტორიულმა წვერებიანებმა, რომლებიც ქალებისაგან უყურადღებობას განიცდიდნენ ახალი, საკუთარი ღმერთები არ გამოიგონეს (ჰე-ჰე, სუბლიმაციის ოდინდელი და ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი). ეს ღმერთები, მართალია, ამქვეყნიური ტანჯვისა და სექსუალური დაუკმაყოფილებლობისთვის სწირავდნენ კაცს, მაგრამ სამაგიეროდ იმქვეყნიურ სამეთხეს ჰპირდებოდნენ, სადაც შარბათის მდინარეები მოედინებოდა და მწვანე მდელოზე შიშველი მზეთუნახავები დარბოდნენ, რომლებიც მის ნებისმიერ სურვილს შეასრულებდნენ და ყველაზე ცხოველ ფანტაზიასაც კი შეასხამდნენ ხორცს.
კაცებმაც დაიწყეს თავისი ღმერთების მიტოვება
რაც დრო გადიოდა, მით უფრო სრულყოფილი ხდებოდა რელიგიები, მით უფრო უახლოვდებოდა მამრი ზეცას და შორდებოდა მიწას.
...და იქმნა ასე ბნელი შუა საუკუნეები
ყველაფერი ასევე დარჩებოდა, რომ არა შეშლილი ბიზანტიელი და იტალიელი ხელოვანები, რომლებმაც წარსულში დაბრუნება და დედა-ბუნებასთან შერწყმა განიზრახეს
...და იყო რენესანსი, განმანათლებლობა, ინდუსტრიული რევოლუცია...
კაცები ნელ-ნელა განუდგნენ ზეციურ ღმერთებსა და ძველი და კარგად დავიწყებული კულტის აღდგენას შეუდგნენ, კულტის, რომელიც ქალს ფეხებს შორის აქვს...
ქალებმაც დრო იხელთეს და წარსული დიდების დაბრუნება გადაწყვიტეს. ბასტილია, მართალია, ვერ აიღეს, მაგრამ ბასტილიის ამღებთა საძინებლები კი ნამდვილად გახვიეს ცეცხლში.
ასე და ამგვარად, მოვაღწიეთ "ბითლზებამდე" და სექსუალურ რევოლუციამდე!
მამაკაცი დაუბრუნდა თავის ერთადერთსა და ჭეშმარიტ ღმერთს!
იქმნა ნათელი!
დასასრულს, მინდა ერთი კეთილი რჩევა მივცე 'სუსტი' სქესის წარმომადგენლებს. გახსოვდეთ, რომ ადამიანი იქამდეა თავის ღვთაების ერთგული, ვიდრე უხვია წყალობა მისი.
ამიტომ კვლავ ნუ დაადგებით დიდი ხნის წინად გავლილ ეკლიან გზას. აკეთეთ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით
წრფელი გულითა და სათნო სურვილებით
კანიბალი