#40479954 · 6 Apr 2014, 09:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
badboyy87
| QUOTE | | როცა სი,ცილია საჭირო მხოლოდ ვიღიმები |
უნდა გეცინებოდეს არა მაშინ, როცა საჭიროა, არამედ მაშინ როცა სასაცილოა. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ არ არის ძლიან სასაცილო, მარა კამპანია მაინც იჭაჭება. შენც თუ იქ ხარ, ეს მუხტი არ გადმოგედო და გულში ფიქრობ: "რა აცინებთ ამ ჩემისებს?" მაშინ ცუდად ყოფილა შენი შენი საქმე! :D
| QUOTE | | ძირითადად მოღუშული ვარ და მეც უემოციო ვყოფილვარ? |
მოღუშულად ყოფნა თავისთავად ემოციური მდგომარეობაა, მაგრამ ეს უარყოფითი ემოციაა, რაც ქალებს მთლად უემოციურობაზე უფრო მეტად ძაბავს.
| QUOTE | | როგორ შეიძლება ამის შეცვლა |
ჯერ უნდა ზუსტად გაარკვიო, საჭიროა თუ არა რამის შეცვლა.
| QUOTE | | მაგალითად საუბრისას ამ გრძნობებს როგორ უნდა გამოვყატავდე? |
საუბრის ემოციური ფონი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს თემას. მაგრამ ინტერესით რომ გისმენდნენ, ამისთვის კიდევ სხვა რაღცებია საჭირო. მიმიკა, ჟესტები, ინტონაციები, აქცენტები, პაუზები და ა.შ. ზოგს ასეთი ნიჭი თანდაყოლილი აქვს, სხვები სწავლობენ. თეატრის მსახიობებივით. :D
This post has been edited by Георгий Орлов on 6 Apr 2014, 10:07
|