ეგ იმიტომ რომ კარგი მოდერატორი სინამდვილეში კარგი არ არის

ანუ კარგი მოდერატორი ნიშნავს რომ არ იყო კარგი ტიპი... იყო რობოტი, არ გქონდეს საკუთარი აზრი და ბრმად ასრულებდე ფორუმის წესებს...
წესები თუ გაქვს წაკითხული კი გეცოდინება რომ ყველაფერი დარღვევაა მგონი აქ

და კარგი ტიპი მოდერატორი არ იქნება კარგი მოდერატორი, იმიტომ რომ წესით ბევრ რამეზე უნდა დახუჭოს თვალი

და კიდევ, მოდერატორი არ არის სამართალდამცავი რომ კანონის უზენაესობა აღადგინოს...
მოდერატორმა წესების დარღვევის გამო ბანის გაცემით შეიძლება უფრო გააფუჭოს მდგომარეობა...
მოდერატორის საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს ფორუმზე ნორმალური სიტუაციის არსებობას და არა ნულოვან ტოლერანტობას

ერთ ფაქტი გამახსენდა

ამ თემაში დავპოსტე რაღაც და სურათი არ მიება...
და ჩავასწორე და წავშალე რაც მქონდა დაწერილი და რადგან პოსტსაც ვეღარ ვშლიდი, "შეატყობინე მოდერატრს"-ის საშუალებით მოგწერეთ წაშალეთ მეთქი...
და მოდერატორმა ფერლადორმა წაშალა...
და ვიღაც სირმა, აღარ მახსოვს ნიკი, პანიკები აუტეხა მოდერატორ ფერლადორს, რატო არ დავორნეო

არადა წესების მიხედვით რომ მოეცა ვორნი მართალი იქნებოდა, უბრალოდ ტეხავს...
ვორნი ხო არაფერია, არაფერი გაკლდება, მაგრამ მაინც ტეხავს ვიღაცა რაღაც სასაცილო ფორუმული ფუნქციების უპირატესობის გამო, შენზე ზემდგომად წარმოჩინებას რომ ცდილობს...
ტიპები დიდ ფულს რო იშოვიან რეალურ ცხოვრებაში ან მართლა რაღაც თანამდებობაზე გაიჩითებიან და აუვარდებათ თავში, ეგაა საზიზღრობა და ფორუმზე რაღაც სასაცილო ზედმეტი ფუნქიცები რომ უვარდებათ თავში, ეგ სასაცილოა უბრალოდ

არადა აქაც ყოფილან, იუზერობისას სხვანაირად რო ჭიკჭიკებდნენ და მერე ტიმმა სიპი მისცა და მერე სხვანაირად აჭიკჭიკდნენ

პ.ს. აი დიდი ფლუდკონტროლის უპირატესობა - მსუქან პოსტებს წერ

მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...