Cinderella88არ დაუჯერო იმათ ვინც გეუბნება ინტერნეტით ნორმალურ ევროპელ კაცს ვერ შეაბავო.
მაგათ ან არ იციან, ან თავისი თავიდან გამომდინარე გეუბნებიან, ან შეგნებულად წერენ ასე რაღაც მიზნით.
ერთ მაგალითს გეტყვი: ჩემმა მეზობელმა ქართველმა გოგომ გაიცნო ნეტით რუმინელი ბიჭი, დედით რუსი.
ეს გოგო გარეგნობით დიდად არ ბრწყინავს, არის ჩვეულებრივი საშუალო გოგო. ის ბიჭი კი ძალიან ლამაზია და თან ძალიან განათლებული და კაი ტიპი. არც დაბალი სოციალური ფენიდან არ არის ან უფულო. პირიქით... უფულო და ღარიბი ოჯახიდან ეს გოგოა.
ხოდა, ჩამოვიდა ეს ბიჭი აქ, გაიცნო. მერე წაიყვანა ეს გოგო თავისთან. თავიდან იქ რაღაცაზე უკმაყოფილება მოუვიდათ, რადგან გოგო საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად იყო და გაუჭირდა იქ ცხოვრება. ხოდა, გამოიქცა აქ და ყველას ეგონა დაშორდნენო.
ამის მიუხედავად, რაღაც პერიოდის მერე ეს ბიჭი ისევ ჩამოვიდა საქართველოში, დიდი ხვეწნა-მუდარით, წაიყვანა ეს გოგო ხელახლა თავის ქვეყანაში და იქ დაქორწინდნენ. ძალიან ბედნიერი წყვილი არიან ახლა. დადიან განათებული სახეებით და ბუნებრივია, არც ის პრობლემები აქვთ, რაც ქართველ მურთაზ-მაყვალა წყვილებს.
ხოდა, ვინც ვიცი უცხოელზე დაქორწინებული ქართველი გოგოები (მათ შორის ჩემი ნათესავები... ძირითადად გერმანელებზე არიან გათხოვილები), უმრავლესობას ძალიან კარგი ქმრები ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ. თუ ვინმე უცხოეთში მცხოვრები ქალი ვერ აბამს იქაურ კაცს და გამწარებულია, ან ვინმე ქართველი ბიჭი ეჭვიანობს ეროვნულ პონტში და სისულელეებს გეუბნება, დაიკიდე. შენ თავს თვითონ მიხედე. აქ ბევრს უცხოელი კი არა, სხვა კუთხის წარმომადგენელიც კი არ უნდათ ხოლმე, ისეთი ჩაკეტილი აზროვნების და დაკომპლექსებულები არიან და მაგათ რა რჩევები უნდა მოგცენ.
შენ თუ ლამაზი გოგო ხარ, მით უმეტეს, პრობლემა არ გექნება.
მაგრამ თუ მარტო ვიზა გინდა, მაშინ ჯობია სხვა გზა მონახო

ეს ჩემი დაწერილი პოსტი კი სხვებს გამოადგებათ
This post has been edited by მელკერი on 11 Apr 2014, 18:00