სისხლის სამართკლის კოდექსი, თავი XXXIII, მუხლი 260 .
1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. (3.07.2007 N5184)
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (3.07.2007 N5184)
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
და ჩაყევი მაგ თავს და ნახავ, ეს უნდა ვრცელდებოდეს წესით არა მომხმარებელზე, მაგრამ როგორ ხდება სამართალდამცავებში თუ ცოტა ჩახედული ხარ არ ვიცი შეიძლება იცოდე, აქ ოდენობა არ წერია, განსაზღვრონ ზღვრული რაოდენობა. ნახე წერია აქ "შენახვა" მაქვს ერთი ჯერზე მოსაწევი პლანი, სანამ მოვწევ რომ მიპოვონ უმტკიცე ახლა ინახავ თუ ეწევი.მეორე პუნქტში წერია განსაკუთრებით დიდი ოდენობა, ეგ ცალკე სადაო საკითხია რას ჩათვლიან განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
ნარკოტიკული ნივთიერებები კიდე სხვაგან არის ჩამოთვლილი, ისიც შეგიძლია ნახო.
იგივე კოდექსი
მუხლი 108. განზრახ მკვლელობა
განზრახ მკვლელობა,
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
დასკვნები და ანალიზი თქვენთვის მომინდვია
* * *
ხო და კიდევ ვისზე არის გამოყენებული ეს მუხლი და პრაქტიკაში როგორ ატრიალებენ ეგ აი ძალაინ მეათეხარისხოვანი საკითხია რა, როცა კაონზე ვსაუბრობთ, იქ რაც წერია ის უნდა გვაინტერესებდეს და ვიაზრებდეთ და არა ის ვითვალოთ აბა ეს 11 წელი რამდენს მიესაჯა, იქ კიდევ მრავალი წვრილმანია რომელსაც კონკრეტული საქმეები ქმნიან.
შენ რას ამბობ იცი, რომ კანონში ეწეროს თუ არავის ესე არ სჯიან მერე რაო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თუ ვცდები მაპატიე.
This post has been edited by SafrTxobela S on 22 May 2014, 09:28