ეს ამერიკაში და ევროპაშია, რომ ლაპარაკია მთავარი (რაზე, არ აქვს მნიშვნელობა), ჩვენთან ცოტა მეტი გინდა.
უბრალოდ ისე კი არა, აუცილებლად მილიონერი უნდა იყო და ჰაიდა. არა, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებული უნდა იყო.
ყველაზე მთავარი, რაც გჭირდება: თავის მოვლა. ვსიო, მორჩა, 80% გოგოების შეგიძლია შეაბა. თავს თუ მოუარე და უბრალოდ ელაპარაკე ნებისმიერ გოგოს, უმეტესობა შენი იქნება. ნუ ურთიერთობის შენარჩუნება უკვე სულ სხვა საკითხია.
რატომაა ეს განსხვავებული სხვა ქვეყნებისგან? იმიტომ, რომ იქ ამას ისედაც აკეთებენ ყველანაირი რჩევის გარეშე.
მარა თავის მოვლა ისეთი მარტივიც არაა..
1) სახის მოვლა. კრემები, სკრაბები, აკნეს მოვლა, წვერის მოვლა.
გასაგებია, რომ აკნე თქვენი ბრალი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს მას ნაკლებად სასიამოვნოს და თქვენ უფრო მეტად მიმზიდველს არ გხდით. დალიეთ თ 20მგ თუთია ყოველდღე, კაპიკები ღირს, წაისვით ბენზოილის პეროქსიდი, სკრაბი კვირაში 2ჯერ.
2) ვარცხნილობა
ყველას რომ ერთნაირი ვარცხნილობა აქვს, ცოტა ორიგინალურობაა საჭირო

3) ჩაცმულობა
3 ზომით დიდი და 1 ზომით პატარა შარვლები, მაისურები და ა.შ. გადააგდეთ, ან უკეთესი, ვისაც სჭირდება იმათ აჩუქეთ. ყველაფერი უნდა გეჯდეთ ზუსტად. სასურველია, ლილოს ტავარი თუ არ იქნება. "მთავარია გიხდებოდეს" დაივიწყეთ, ბრენდიც მნიშვენლოვანია. და ებრაელების გამოთქმა დაიმახსოვრეთ: "მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფი ვიყიდო".