ახლა მომისმინეთ ყველამ...
ერთი კითხვა მაქვს და კარგად დაფიქრდით:
რა გინდათ ქალებისგან?
უნდა კარგად გააარკვიოთ...
რატომ არ გვაძლევენო, სულ მაგას ტირით..
და იქვე:
ბოზი ბოზად და ცოლად მე ქალიშვილი მინდაო (პირველი კაცი მისთვის მე უნდა ვიყოო)...
ხოდა, ბოზის როლში ყოფნა კიდევ არავის უნდა, ძმაო... ცხოვრებაში... დამცირებულის და დაჟმულის, რომლის მიმართაც საზოგადოება აგრესიულად და ზიზღით არის განწყობილი...
რატომ მალავენ პირად სექსუალურ ცხოვრებას ეგ მაყვალებიო...
და იქვე:
რატომ აფიშირებენ პირად სექსუალურ ცხოვრებას ეგ ხამებიო (და კიდევ ათასი სალანძღავი სიტყვა, მათ შორის, თქვე აყროლებულებო და მსგავსი... მალადეც თქვენ, მაგრად იცით ქალებთან მოქცევა)...
ქალიშვილია - დასცინით... ან ეჭვი გაქვთ, რომ კუზანოვის კლიენტია, ან ანალ-ორალისტი...
არაა ქალიშვილი და ბევრი კაცები ჰყავს - ბოზიაო...
შენ ჩემი მეორე ხარო გეტყვით და იტყუება ეგ მამაძაღლი, მეორე კი არა, ვინ იცის მერამდენე ვარო...
რა გინდათ? ჩამოყალიბდით... აშკარად ხელოვნურად ქმნით პრობლემებს და პრეტენზიებს იმსათვის, რომ მუდმივად თავი გაიმართლოთ, რატომ არ გიმართლებთ ქალებთან, ანდა გგონიათ რომ ასე მოთხოვნის და დამცირების რეჟიმში, სულ წიხლქვეშ გეყოლებათ ქალი და თქვენი მონა იქნება...
მამენტ, ჩემგან ეგ რპობელემბი შორსაა, მაგრამ... 1. გოგოები ძალიან მეცოდებიან თქვენ ხელში (აი, პატარა გოგოს რომ ვუყურებ-ხოლმე ქუჩაში, ფიქრს ვიწყებ - რა ლამაზი ბავშვია და ეს რომ გაიზრდება, რა მომავალი ექნება ამ ქვეყანაში?)... რამდენი დამცირების და შეურაცხყოფის ატანა უწევთ... მათ შორის, თქვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მომავალ შვილებსაც... თან როგორც არ უნდა მოიქცნენ მაინც უკმაყოფილოები ხართ... თითქოს ის არ ჰყოფნით, ბავშვობიდან ათას ნორმას და შეზღუდვას რომ უწესებენ ჯერ სირი მშობლები, მერე სირი საზოგადოება.. და მერე სირი პარტნიორი კაცები...
2. ვიდრე ფორევა ელოუნი ვიყავი, მიტყდებოდა, რომ გოგოებს მეც სხვებისნაირი ვეგონე...
მითიური ოქროს შუალედი არ მიხსენოთ და თუ მიხსენებთ, დამეკარგეთ აქედან მთელი ერი...
საზოგადოებაში, სადაც თვეში ათზე მეტი მკვლელობა ხდება ქმრისაგან ცოლის, გაშორების მოთხოვნაზე, იქ ქალი ბედნიერი ვერ იქნება... ვერანაირი კატეგორია...
არადა, ვისაც ეგ პრობლემები აქვს გოგოებთან, თვითონ არის... პრობლემური... და დაბალ ღობეზე იყრის ჯავრს...
ამ თემის ავტორი კი ირწმუნება, მკიდიაო, მაგრამ ასეთი სასტიკი აგრესია "მკიდიადან" არ მოდის...
გინდათ გასწავლოთ სამი მნიშვნელოვანი წესი?
პირველი: როცა გოგოსთან პრობლემა გაგიჩნდებათ, პირველ რიგში საკუთარი შეცდომები ეძებეთ...
მეორე: იდეალური ადამიანი არ არსებობს და რაღაც პრობლემებზე დაბოღმვას და ჯიბრში ჩადგომას, ჯობია გაუგოთ ერთმანეთს (ორივე სქესს გეხებათ)... პრობლემები კი ერთად მოაგვაროთ და ყველაფერზე არ დაიბოღმოთ და დაიგრუზოთ... ცოტა ნათელ ფერებში შეხედეთ ცხოვრებას... ყველა ისე ვერ მოიქცევა, როგორც თქვენ გსურთ... თვით ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანებიც... იფიქრეთ, რომ თქვენც გაქვთ ნაკლოვანებები, რომელიც შეიძლება სხვებს არ მოსწონდეთ... უნაკლო ადამიანი არ არსებობს და ვიდრე რაღაცაზე ავრდებით, დაფიქრდით - ღირს ეს ნერვების შლად? იქნებ ჯობდეს გავუგო... თუ რამე ნაკლი აქვს, დიპლომატიურად გამოვასწორო და რქებით არ მივაწვე...
მესამე: ბევრი კომპლიმენტები უთხარით ერთმანეთს... ხე შეძახილით ხმებაო და თუ ბევრს შეაქებთ ურთიერთს, მართლა დაემსგავსება თქვენი პარტნიორი იდეალს... თუ სულ ლანძღვაში გეყოლებათ, ან ტექნიკურად გაბანძებაში, როგორც აკეთებს ქართველი მამრების უმრავლესობა, ისიც დათრგუნება და თქვენი ცხოვრებისთვისვე იქნება ცუდი... მერე მოგიწევთ "კაზატიპის" ლოდინი, ან დღენიადაგ გარე-გარე სიარული, რომ სექსი გქონდეთ, ან მუდამ წარსულში კირკიტი - ის რომ მომეყვანა, ბედნიერი ვიქნებოდი და ასეთი სისულელეები... და საყვარელ ქალთან ვერ იქნებით ვერასდროს სრულყოფილად ბედნიერი...
ბევრ ქართველ ბიჭს ჰგონია, გოგო მუჭში რომ ჰყავდეს, უნდა საკუთარ თავზე წარმოდგენა დაუკარგოს... უდიდესი მარაზმია...
ქალს ჯობია ჰქონდეს თავში ავარდნილი, ვიდრე იყოს დამცირებული და დათრგუნული... ბედნიერი და საკუთარ თავში დაჯერებული, ლაღი ქალი თქვენი ბედნიერების საწინდარიაო, წინაპრებს უთქვამთ...
ამას გეუბნებით არა როოგრც ბიჭი, არამედ, როგორც მომავალი სოციოლოგი და ფსიქოლოგი...
თუ დაიჯერებთ, კარგია... თუ არადა, თქვენი საქმის თქვენ იცით...