კარგი თემაა,ალბათ ერთი ორიათასჯერ მაინც მიფიქრია ამაზე
თავიდან თითქოს გადაირევი და მერე ბევრი ცუდი რაღაც ხდება-ყველაზე უიღბლო ერთი-ორ თვიანი გატაცებების ფონზე, ისეთი დეტალები იკვეთებოდა,რასაც ვერც შეცვლა უშველიდა და ვერაფერი (ხასიათი). გარეგნობა კიდე-შეხედავ მოგწონს, ანუ მოგეწონა. თუ ადამიანს თავის მოვლის ეთიკა აქვს ( ეს რა დავახეთქე), სულ მოგეწონება,არ გასუქდება, არ გახდება,არ შეირყევა და იქნება კარგად შენთან მარა რთულია.
თავიდანვე აღვიქვამ ჩაცმის სტილიდან დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული-მერე პრეტენზიები აღარ მაქვს.
მაგრამ აქეთ ყოფილა რამდენჯერმე,
ჩაცმის სტილზე დაუწყიათ, ,,იშვიათ ფერთხუმულ ქცევებზე", სიგამხდრეზე.
ახლა ბოლოს - დასაწყისში მითხრა რომ გადაპარსული თმა მომიხდება. აქამდე მეგონა ხუმრობდა მაგრამ შვიდი თვის ფონზე, მემგონი არ ხუმრობს
მაგრამ ერთი არ დამავიწყდება და დამაჩნდება ლაქად ცხოვრების ბოლომდე.
ერთ საკმაოდ პრეზენტაბელურ, სოლიდურ ადგილას, სადაც პიცას მივირთმევდით, ლუდი შევუკვეთე.
ლუდის მოტანისას,ჭიქაში არ ჩამისხამს, პირდაპირ მოვიყუდე.
ალბათ მისი სახე არასოდეს დამავიწყდება.
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"