არიან სუსტი ადამიანები რომლებიც ვერ უძლებენ საყვარელი ადამიანის დაკარგვას
გონიათ ჰაერი არ ყოფნით
გონიათ იმ ადამიანის გარეშე ვერ იცოცხლებენ
იმედის ნაცვლად სასოწარკვეთა ისადგურებს და მანდ უკვე ვერაფერს მოკითხავ, ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი ის, ვისაც გონია რომ არაფერი აქვს დასაკარგი...
თვითმკვლელობა რატომაა ცოდვა
იმიტომ რომ ბოლო წუთებში, როდესაც სასოწარკვეთილებას მიეცემი და იმედის ძაფი გაწყდება არ გახსენდება უფალი... ან გახსენდება მაგრამ არ გწამს იმ დონეზე რომ მის წყალობაში ეჭვი არ გეპარებოდეს... ისაა ერთადერი მხსნელი, რომელსაც დაელაპარაკები მაშინ როცა ყველაფერი დამთავრებული გგონია... შეევედრები რომ არ წაგართვას ის ერთადერთი...
როცა ჭეშმარიტად გწამს, მაშინ მოგეცემა იმედი... (ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ თვითონვე გაგეცინება შენს წარსულ სურვილებზე)
იმედი კი, - გაგიგონიათ ალბათ, აცოცხლებს ადამიანს...
და იმედი საიდან გექნება თუკი არ გწამს რაღაც შენზე აღმატებულის... ძლიერის... სასწაულების მოხდენა რომ შეუძლია... თუ გინდათ ღმერთი დაარქვით გინდათ ნებისმიერი სხვა რამ...
მთავარი რწმენაა... რომელიც გაძლევს იმედს, იმედი კი სიცოცხლის სურვილს წარმოშობს, რაც თვიმკვლელობის სურვილს გამორიცხავს...
This post has been edited by TЕА on 11 Jun 2014, 22:03