-ები...
მე როგორც ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი (ასე მეუბნებიან ხოლმე და იმედია არ მატყუებენ

), თუ გინდათ 1-2 რჩევას მოგცემთ, თორემ ბევრს მმიედ-მოედებით, თემა 20 გვერდს ასცდა უკვე და 1 ჭკვიანურიც კი არ დაწერილა არაფერი თემასთან დაკავშირებით.
1. გააგებინეთ ხალხს ნორმალურად ელემენტარული რაღაცეები, როგორიცაა : რა სტილის "საღამო" იქნება, რა სასმელი და მისაყოლებელი, როგორი სიტუაცია, კარგი მუსიკაო პირველ პოსტში წერია და რას გულისხმობთ კარგ მუსიკაში და ასეთი ელემენტარული, მაგრამ აუცილებელი რაღაცეები. ადამიანს ხო უნდა შეექმნას შთაბეჭდილება სად მიდის და რა სიტუაციაში. ამიტომ პირველ რიგში ზემოაღნიშნულ საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეთ გარკვევით და სასწრაფოდ თან.
2. პირველ პუნქტს რომ კარგად ჩამოაყალიბებთ უკვე შეგეძლებათ წამომსვლელთა სია შეადგინოთ, რომ დაინახავენ რეალურად იუზერების აქტივობას და ნიკებს, ზოგს შეიძლება ასე უფრო მოუნდეს წამოსვლა + სასურველი ადამიანის გაცნობის ხათრიც მიემატება და შეიძლება რამე გამოვიდეს

3. წამომსვლელთა დაახლოებითი რაოდენობა რომ გეცოდინებათ უკვე შეგიძლიათ ბიუჯეტზეც იფიქროთ, დაითვალეთ მიახლოებითი დანახარჯი პირობითად 20 კაცზე (რამდენიც იქნება მსურველი ანუ), გაყავით მთლიანი თანხა რაოდენობაზე და მიიღებთ კაცზე დასადებ თანხას. ესეც საკმაოდ საჭირო კომპონენტია, იქნებ ზოგს არც უღირს და არც აქვს რომ ვთქვათ 50 ლარი გადაიხადოს "რაღაც" საღამოში, ამიტომ მიეცით ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება წინასწარ და მაინცდამაინც წინა დღეს ნუ გამოუცხადებთ "მაიტა" 50 ლარიო
ამ 3 ეტაპს რომ გაივლით, დანარჩენს მერე შემოგაშველებთ თუ მოგინდებათ
This post has been edited by Kandinskaia on 21 Jun 2014, 01:43