ამაზე მეც მიფიქრია.
და ერთ აზრზე შევჩერდი.
გასაუბრების დროს ორი მხარე ხვდება ერთმანეთს.
ერთი გამსაუბრებელი, ერთი გასასაუბრებელი.
გასასაუბრებელი ღელავს, ღეჭავს კევს და სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ გასაუბრების დროს კევის ღლაჭუნი ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს გამსაუბრებელზე.
უცბად ისმის გამსაუბრებლის ფეხის ხმა და ბოლო მომენტში ხვდება გასასაუბრებელი, რომ კევი უდევს პირში.
სასწრაფოდ იღებს პირიდან და უჭირავს ხელში.
მარცხენა ხელში.
შემდეგ შემოდის გამსაუბრებელი. გასასაუბრებელი ფეხზე დგება და ართმევს მარჯვენა ხელს. შემდეგ ჯდება და შეუმჩნევლად მარცხენა ხელით აწებებს კევს სკამზე.
სგ სგ შერლოკ ჰოლმსი ვიბაზრე

ნუ, შენ შარვალზე რომ მიგეკრო, ალბათ ზედ დააჯექი ახალ დადებულ კევს. ეგ უკვე ნაწილობრივ შენი ბრალიცაა. რო ჯდები სად ჯდები, დახედე, იქნება რა დევს

ან რა ასხია
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.