მელკერიმეც არ ვამბობ რომ ნაჯვარი აუცილებლად ლამაზია უბრალოდ არც მანდამაინც მხოლოდ ქართველია ლამაზი. ნებისმიერი ერი თუ ლამაზია ლამაზი შვილებიც ყავთ და თუ არადა არა.
ბევრი წუწნებს რომ მაგალითად შვედეთში ერთმანეთს ძალიან გვანან.
2 წელი ვცხოვრობდი ქერა შვეიცარელ გოგოსთან (რაც მაგან მე დამავიწყვიტა ნერვები) ხოდა თავიდან ვმეგობრობდით და რატომ წამოხვედი შვეიცარიიდან მეთქი, რომელიღაცა სოფლიდან იყო მიუნხენთან ახლოს 2 საათშია მანქანით, ხოდა იმიტომ რომ მასწავლებელმა ერთხელ ამოიღო ეს ჩანაწერები და ჟურნალები წარმომავლობაზე და ყველა მისი კლასელი აღმოჩნდა მისი ნათესავი. კლასში ყველა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული მაგალითად ერთი დიდი ბაბუის შთამომავლები და ესე. მაგათ არ აქვთ ძალიან დიდ ხანს ეს ნათესავების შენარჩუნება და ცოდნა ვინ ვინ არის და აღარ მინდოდა გაჩერებაო. ანუ სოფელში უმეტესობასთან ნათესაური კავშირი ქონდა.
ახლა ციურიხში წაეთრა. მანამდე კაი ხანი ცცხოვრობდა გერმანიაში.
ანუ იმის თქმა მინდა რომ ერთმანეთში მრავლდებოდნენ და მერე უკვე ვისი ნათესავი ვინ არის ავიწყდებოდათ და რომ არა ის მასწავლებელი ვინმე ნათესავს გაყვებოდა და მთელი მისი ცხოვრება არ ეცოდინებოდა რომ სინამდვილეში ნათესავები არიან.
საქართველო არის პატარა ერი და უნდა გაერიოს ცოტა. ვინც უნდა იმას გაყვნენ და მოიყვანონ. მე ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას. აგერ ერთი გოგო ქართველის და მგონი ნიგერიელის ნაჯვარია. ძალიან ლამაზია და მე მომწონს და კარგი გოგოა ძალიან.
დავდებ ფოტოს ქვემოთ.
ხოდა არვიცი ახლა რამდენად უკავშირდება თმის ფერი, მაგრამ აი წითური ნაცნობი ბიჭები ვინც მყავდა ყველა გამელოტდა ქართველი. თან ყველაზე ადრე ეგენი გამელოტდნენ. არ გამელოტდა ერთი ჩემი ქართველი წითური ნაცნობი მაგრამ უკრაინელია გვარით და დიდი წინაპრით და დედ-მამა შავთმიანები ყავს და ის დიდი რომელიღაცა წინაპრის გენი აქვს გამოყოლილი რომ შეხედო არც დედას აგავს არც მამას და დიდი ცელი რომ დააჭერინო და უკრაინელის სამოსი ჩააცვა ვერ გაარჩევ უკრაინელისგან ისე გავს.
მამაჩემს ჩემნაირი ფერი თმები აქვს და რატომღაც კარგი გენეტიკა აქვს და სხვა კაცი მამაჩემის მსგავსი არ შემხვედრია ქართველი. 52 წლისაა და ჯერ საერთოდ არ გაცვენია თმები, თეთრი ფერი ორი წელია შეეპარა მაქსიმუმ სამი და ისე ცოტა აქვს რომ არ ჩანს და ნუ არის გამონაკლისებიც გენეტიკაში მაგრამ უმეტესობას თმები ცვივა. და შეიძლება იყო მსგავსი გამონაკლისი.
იცი მე სულ არ მიხარია ეს ფაქტი. ჩემს ლამაზ და სიმპატიურ კლასელებს დასცვივდათ თმები და გული დამწყდა 23 წლის ბიჭები უკვე ბებრულად რომ გამოიყურებიან. ახლა ისე გამოიყურება რამდენიმე ვერც ვიტყვი ეს მომწონდა მეთქი. არადა რა კარგები იყვნენ ადრე.
ჩემს ახლა რჩეულსაც მოქრეაო თმები აქვს და ჩემზე თეთრი კანი მაგრამ ძალიან კარგიც არაა. კანის კიბო ჩნდება ხშირად და ცოტა გარდამავალი კანის ფერი ჯობია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ან მთებში უნდა ცხოვრობდნენ მართლა და ნაკლებ მზეში. ადამიანის გენეტიკა ეგუება გარემო პირობებსაც მგონი. ამიტომ ევროპაში ნაკლები მზეა მეტი თეთრები არიან სადაც მეტი მზეა იქ კანი უფრო მუქია და საქართველოში ძალიან თეთრები ელემენტარული ბუნებრივი პირობიდან გამომდინარე ვერ იქნებოდნენ, კარგი ამინდებია ისე თუ ასე და იმიტომ.
მე რაც წავედი საქართველოდან კიდე ვატყობ რომ გავთეთრდი ცოტა, განა კანი შემეცვალა უბრალოდ მზეზე ნაკლებად ყოფნა იწვევს იმას რომ ზაგარი აღარ მაქვს და უფრო თეთრი ვარ, საქართველოშიც აღარ ვიღებდი ზაგარს რაც გავიგე რომ მზე აბარებს და კანის კიბოს აჩენს, მაგრამ რომ დადიხარ ქუჩაში მზიან ამინდებში მაინც გეკიდება.
პ.ს.ჰო რაც შეეხება მაგ გოგოზე ლამაზი მეგულება რამოდენიმეო აი არვიცი რაა, მე არ მეგულება, ალბათ გემოვნების ამბავია. საერთოდ ფორუმზეც არ მეგულება.
Brockვიცი რომ არაა კავშირში მაგრამ ყველა წითური ქართველი ვისაც კი ვიცნობდი არის დღეს მინიმუმ 50%-ით მელოტი ანუ თავზე თმების ნახევარი მაინც აღარ აქვს, რასაც ვერ ვიტყვი ყველა შავთმიანზე. ანუ პროცენტულად წითურებში 100%ია ჩემს ნაცნობებში მელოტი როცა შავთმიანებში ამდენი არა.
არვიცი ეს რას დავაბრალო. ასევე ბევრი ქერა გამელოტებულიც მინახავს.
Kandinskaiaმე არ მაქვს პრობლემა ბიჭი როცა ბაჯგვლიანია ნუ მელოტობაზე კი არ მევასება რომ მელოტდება ისე ბიჭი რომ საერთოდ აღარ აქვს თმა. თუ უხდება სხვაა მაგრამ უმეტესობას არ უხდება და ეგ დავწერე იმიტომ ნუ თმიანობაზე რომ ისეთი ქება მიდის ქართული გენის რომ აი რავი რაა. იმდენი მინუსი გვაქვს გარეგნობაში ვერ ჩაოთვლის ადამიანი.
-------------------------------------------------------------
ეს დაპირებული გოგო, ნაღდად არვიცი ნიგერიელია მამამისი თუ კონგოდან დამავიწყდა. ნუ აფრიკელის და ქართველის ნაჯვარი მოკლედ. მოდელია თან ეს გოგო. მართლა ძალიან ლამაზია
ნუ გეშინიათ სხვა ერის წარმომადგენლებთან იყოთ, არც ისე ცუდია თქვენ რომ გგონიათ.

This post has been edited by Kaifistka on 23 Jul 2014, 03:06
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123