აუ წარმოვიდგინე რა გშია... მამენტ მე კი მიყვარს ძალიან ცხელი მჭადი ზეთში დაბრაწულები და კაი ყველი... მარა თუ ძაან გშია რამე სხვა მაინც გეთქვა
ოოო... PM ის მოწერა მიტყდება

ამდენი ხანი გავიდა უკვე და ვერავინ ვერაფერი შეამჩნია და აღარააა უკვე PM ის საჭიროება
ხო ისა და მჭადზე გამახსენდა:
5-6 წლის წინ რაჭაში ვარ სოფელში და 1 ძალიან ბებერი ბაბუა მიყვება თავის პატარაობის ამბავს, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ ადრე,... ეხლა როა რასაც გინდა იმას შეჭამო, ეგრე სად იუყო ჩვენ დროსო... სახლში არავინ იყოვო და ჩუმად შევიპარე სახლშიო (დაჟე საკუთარი სახლის სამზარეულოში), ხოდა გამოვაღე კარადაო და მჭადი იყო ვიცოდიო... მარა დიდი მჭადის ნახევარი იყოვო... ეგ რომ ამეღო მთლიანად მიმიხვდებოდნენო და მეთქი ნახევარს მოვტეხავო.. მარა ისეთი ხმელი იყო ხელით ვერ გადავტეხეო... კარადის კარებს დავარტყი რომ შუაზე გამეტეხა მჭადიო და მჭადმა კარები პეტლებში მოგლიჯაო
აი მასეთი გაჭირვება იყოვო...