შარშან და წელს საზღვარგარეთ დასვენების სურვილი არ გამჩენია...
ისე მომეწონა ეს ლაშქრობები რომ სანამ ყველა იმ ადგილს არ ვნახავ, რაც მინდა, მანამდე საქართველოში დავხარჯავზაფხუყლის თავისუფალ დღეებს...
ცოტა დასვენება კი მოვასწარი წელს...
და პატარ-პატარა ლაშქრობები...
ჯუთა-აბუდელაურზე ვიყავი ლაშქრობაში, სამდღიანზე...
მერე ერთი ხუთი დღე მქონდა ივლისში შვებულება... ჯერ გურიის მთებში ვიყავი ორი დღით, გომის მთაზე, მერე ერთი დღე ურეკში ჩემ სახლში და მერე ორი დღე გონიოში მეგობართან ერთად, ერთი წლით დაბერება აღვნიშნე ბებრულად

პარასკევს მყინვარზე ვაპირებდით მეგობრები ასვლას, მეტეომდე, რაღაც ჯგუფი მიდიოდა და გავყვეთო და ერთი დღით ადრე გვითხრეს რო ამინდები აირია და გადაიდო...
ხო და ჩალაგებული გვქონდა უკვე და პარასკევს როგორც დათქმული გვქონდა გავედით თბილისიდან და გზაში ვფიქრობდით სად წავსულიყავით...
ჯერ გომის მთა შევთავაზე, ეახლახანს ვიყავი და წავიდეთო, მერე ბახმარო გაჩნდა იდეა...
ბახმაროში მზის ამოსვლას შევხვდებოდით შაბათს, კვირას გომის მთაზე შევხვდებოდით მზის ამოსვლას, მერე ზღვაზე ჩამოვიდოდით და თბილისი ბოლოს...
მაგრამ სადღაც გორთან გავიგეთ რომ ნისლი და ღრუბლები იყო ბახმაროში და გომში და არ გამოვიდოდა მზის ამოსვლა...
და ანაკლიისკენ ავიღეთ გეზი, პლაჟზე გავათენოთ კარვებში და დილას მოვიფიქროთ რამეო...
და სენაკის გადასახვევთან გადავიფიქრეთ და აჭარისკენ ავიღეთ გეზი

ჩაქვში გავშალეთ კარვები, დილის 4 საათი იყო უკვე, წვიმაში ვიბანავეთ ბნელ ზღვაში და შემოგვათენდა...
1-2 საათი წავუძინეთ და მთიანი აჭარისკენ წავედით...
გზაში ავარია მოგვივიდა, კინაღამ გადაგაგდო რაღაც პიკაპმა ხევში და მანქანაში მომძვრალი ბამპერიც დაგვემატა, კიდე კაი ოთხნი ვიყავით და ჩაეტია

ავედით ულამაზეს ბეშუმში, კოცონი დავანთეთ და კარვებში გავათენეთ ღამე...
დილას იქაურმა მაცხოვრებელმა სულგუნზე, კაიმაღზე და ბორანოზე დაგვპატიჟა, ვისაუზმეთ და მწვანე ტბისკენ წავედით, ბეშუმიდან 10 კმ-შია, ულამაზესი ტბა...
ვიბანავეთ და წამოვედით თბილისში...
მოკლედ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ მთიანი აჭარით, არადა თითქმის ყველა კუთხე მაქვს ნანახი...
იქით კვირაში ამინდები თუ გამოვიდა მყინვარზე ავისეირნებთ, მეტეომდე...
სამ დღეში რო ჩავეტიოთ...
ოღონდ გიდის გარეშე, არაა რთული გზაო...
მერე ერთი კვირა მინდა შვებულება ავიღო და სადმე ფეხით წავიდე 7-8 დღით სახეტიალოდ...
ყველაზე კაი იქნება სულ უცხო სასტავთან ერთად წავიდე, მაგრამ ყველას ვიცნობ თითქმის ვინც მთაში დადის და ძნელი იქნება ეგ

შეიძლება მარტოც წავიდე, მაგის მუღამიც მაქვს

და ბოლოს სექტემბრის ბოლოსკენ კიდევ ერთი კვირით უკვე ურეკში წავალ ჩემ სახლში...
ხალხისგან რო დაცილება ურეკი, ძაან მაგარია...
ზღვის პირას მაქვს კაი დიდი სახლი და ვისაც უნდა არა აქვს ხოლმე წამოსვლაზე პრობლემა...
და მაგით დავხურავ სეზონს...
ზამთარში ეგვიპტეში ალბათ...
This post has been edited by Frankens†ein on 11 Aug 2014, 12:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Mens sana in corpore sano...