ვიცი ამ პოსტის მერე ღადაობის საგანი გავხდები მაგრამ მაინც დავწერ რახან დაისვა კითხვა.
25 წლის ვარ. შარშან შემიყვარდა ერთი გოგო სიგიჟემდე (რომელიც დღემდე მიყვარს და ვფიქრობ უახლოეს მომავალში ოჯახი შევქმნა).
წინასწარვე ვიტყვი რომ ყველა ჩემი სხვადასხვა კატეგორიის მეგობარი ძალიან ლიბერალად მომიაზრებს და ამას რომ ვუყვები უჭირთ დაჯერება, მაგრამ სიმართლე სიმართლეა.
სექსუალურ აქტივობას არასდროს ვუჩიოდი 17 წლის შემდეგ რეგულარული პარტნიორი სულ მყავდა და ვფიქრობ ამ ასაკის შემდეგ არც ერთ ბიჭს ამის პრობლემა არ უნდა ქონდეს და რასაც ვამბობ აბსოლუტურად ნორმალურია (ამით იმის ხაზგასმა მინდა რომ არ ვტრაბახობ).
ნუ მოხდა ისე რომ როდესაც ჩემი გოგო შემიყვარდა თავიდან მეც ისე ვაზროვნებდი როგორც ბევრი, ვ სმისლე "დიდი ამბავი კაცი ხარ და ნაშასთან გაიგულავებ", თუმცაღა ცოტა ხანი თავს ვიკავებდი. ეს ცოტა ხანი გაგრძელდა ერთი თვე და როდესაც უკვე ვეღარ შევძელი ჩემი მოთხოვნილებების მოთოკვა, გადავწყვიტე "გაგულავება".
ვერ აღვწერ როგორ შემზიზღდა საკუთარი თავი, უკვე მაშინ როცა ყველაფერი გავაცნობიერე...
აქვე აღვნიშნავ რომ არ ვარ გადამკვდარი მორწმუნე, თუმცა ვცდილობ მარხვაში მაინც დავემორჩილო ღმერთს ნაწილობრივ მაინც.
რაც შეეხება დასმულ კითხვას, რა თქმა უნდა ვთქვი აღსარებაში და დღემდე ძალიან ვნანობ რაც გავაკეთე, უკვე ერთი წელი სრულდება ამ ამბიდან და მას შემდეგ მე სექსი არ მქონია. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი ჩემი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ვიდრე მთელი ჩემი წარსული, ვგულისხმობ შემოსავალს რომელიც გამიექვსმაგდა (ეს კი ძალიან იზიდავს მდედრებს), ვვარჯიშობ და უკეთ გამოვიყურები და ზოგადად წარმატებებს მივაღწიე რაც კარგად ჩანს, იმიჯი შესაბამისზე ცოტა გაზვიადებულიც მაქვს და ქალების ინტერესიც გაზრდილია (აი ეხლა კი ვტრაბახობ, მაგრამ მართლა ასეა

)
ჩემი შეყვარებული ფიქრობს რომ ჯვრის წერის შემდეგ უნდა გვქონდეს და სწორიცაა. თუმცა ვაღიარებ მას რომ არ ქონდეს ასეთი ძლიერი ნებისყოფა მე არ დაველოდებოდი ოჯახის შექმნას. (ცნობისმოყვარეებისთვის დავკონკრეტდები და მარჯვენა ხელითაც არ ვიკმაყოფილებ მოთხოვნილებებს

).
თუმცა ცუდი ისაა რომ მე ცოდვის შიშით და ცოდვის სიძულვილით არ ვამბობ უარს. ჩემს გრძნობას არ ვკადრებ ღალატს, ჩემს თავს და რა თქმა უნდა ჩემს პრინცესსას
ტაკ შტო - კი მოვინანიე და დიდი იმედი მაქვს კიდევ არ გამიხდება მოსანანიებელი.
P.S. ბევრი ისეთი წერს ვისაც გაგონილი აქვს რომ სიტყვაზე ჭამაც ცოდვაა და ამით აპრავებენ ყველაფერს. უკეთ გაეცანით ცოდვის არსს და მიხვდებით რომ ყველა ერთნაირად მძიმე არაა, იმასაც მიხვდებით რომ ნაყროვანების ცოდვა თქვენს გასიებაზეც იმოქმედებს და ისევ თქვენი პრობლემა გახდება, სხვისი არავისი.
მოდით ეხლა და ჩამოქოლეთ