ხალხო,უზნეობა კლასიკური მუსიკის ფესტივალზეც შეიძლება მოხდეს და ასევე შესაძლებელია, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზეც ზნეობის ნორმების დაცვა. რაღა ანაკლიაში მივდივართ პარაკლისების გადასახდელად? თბილისშიც გვაქვს კაზანტიპები, სტრიპტიზბარები, კაზინოები, ბორდელები – აქ უფრო მეტი უზნეობაა და იქ ჩეულებრივი ფესტივალია და მორჩა, იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, არაფერია განსხვავებული

) მაშინ მივიდნენ აქ კაზინოებთან და სტრიპტიზკლუბებთან და აქაც ჩაატარონ პარაკლისი.

) პარაკლისის გადახდა ყველგან შეიძლება და არავის ეკრძალება, მაგრამ იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, ეს არაფერია. საპატრიარქოს განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ უფრო ვრცელი უნდა ყოფილიყო, რადგან უზნეობა თბილისშიც უზნეობაა და ანაკლიაშიაც და ნებისმიერ ადგილას. აქ უფრო მიმტევებრული რაკურსით უნდა მივუდგეთ ამას და არა – მიტინგებით.