СAФOეგ სურათი არ გიხდება, უფრო რამე ტრადიციული დაიყენე ავატარზე, მაგალითად ხაჭაპური
avgustaვნახე და ვერ მიგიხვდი

ადვილი ფაფის ჭამაა და არ ინგლისურის დაზეპირება, მაგასაც ნიჭი უნდა რომ ინგლისური ისწავლო, მეგობრების შერჩევას კი ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდი ანალიზის უნარი სჭირდება, ყველაფერი ზოგადად ამ სამყაროში მარტივ ლოგიკამდე დადის და არ სჭირდება მსგავსი გართულება და კატეგორიზაცია... ეს რთულია, ის მარტივია... სინამდვილეში ყველა რთული საკითხი მარტივია და ყველა მარტივი რთული, რადგან გლობალურ საკითხებს ყოველთვის დიდი კომპლექსურობით განიხილავენ და დეტალებს წუთში სხლავენ... რეალურად დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ დეტალები უნდა განიხილო დიდი კომპლექსურობით, ხოლო ყველა გლობალური საკითხი რადგან ამ დეტალების გროვაა, ყოველთვის ძალიან მარტივად გამოგივა... ამ კუთხით შეგიძლია შეხედო მეგობრობასაც. მე მეგობრობას ძალიან დიდი შეგნებით ვეკიდები და ყველა ადამიანის მიმართ განვიხილავ ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე მე ვეძებ უბრალოდ მეგობრებს რომლებთანაც უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს ფიზიკურადაც და სულიერადაც და დიახ... ეს მეგობრობაა და აუცილებელი არაა რომ მეგობარს ზღვარი ედოს ფიზიკურ ლტოლვაზე, უბრალოდ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ურთულდება შემდგომ ჩვეულებრივ, მეგობრული თვალით შეხედვა ამ ყველაფერზე, ამიტომაც ერიდებიან სექსს მეგობრები, რომ კვლავ მეგობრებად დარჩნენ და არ დაირღვეს ის ურთიერთობა სადაც მეგობარ გოგოს ბიჭისთვის სხვა გოგოზე ადეკვატური ანალიზის გაკეთება შეეძლება, არ მოხდეს ამ აზრის დაკნინება იმ ვარიანტში რომ ეს გოგო ამ ბიჭს სხვა გოგოსთან ვეღარ წარმოიდგენს და ყველა სხვა გოგოს უარყოფითად აღიქვამს

მოკლედ ხომ მიხვდი რაზე მაქვს საუბარი... შესაძლოა ძალიან ისე ვჩანდე რომ ქარი მიქრის და მაგარი უინტელექტო ვარ რადგან ბევრ საკითხთან დაკავშირებით კამათიც კი მეზარება ამ სოციუმში, თუნდაც
СAФO -სთან, ადამიანს უჭირს კაცად აღმიქვას, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ცდილობს ყველანაირად მიმახვედროს თავის პოზიციას... რატომ? იმიტომ რომ მე მეგობრობაში სექსს არ მივიჩნევ აკრძალულად და არ ვარ ტრადიციული ქართული ფანატიკური აზროვნების მქონე პიროვნება, და ალბათ მეტყობა ეს რომ ცოტა განვითარებული და ჩარჩოებიდან ამოვარდნილი, გახსნილი აზროვნება მაქვს... ჩემი აზრით აქ იქმნება ჩვენს შორის უთანხმოება სწორედ (ის იგავი თუ იცით ბაყაყი რომ ჭაში ზის და დიდი უკიდეგანო ტბიდან რომ ჩააგდებს ქარი სხვა ბაყაყს ჭაში, აი მაგ სიტუაციას ანალოგად მიმაჩნია ეს)... არა, იმას არ ვიძახი რომ მე გახსნილი აზროვნება მაქვს და თქვენ შეზღუდული, უბრალოდ მე ჩარჩოებიდან დიდი ხანია გამოვედი, თქვენ კი ცდილობთ რაც შეიძლება მეტი და მეტი ფიცარი დააჭედოთ ჩარჩოებთან რომ ვეღარ გადმოაბიჯოთ...

თუ რამეს არასწორად ხედავს ვინმე ეს მისი პრობლემაა.
ბევრი აზრები გადმოვანთხიე და შეიძლება ბევრი თემა ავურიე ერთმანეთში, ცოტა ძილი დამაკლდა და რატომღაც თავი ვალდებულად ვიგრძენი ყველაფერი ჩამომეყალიბებინა სერიოზულად რასაც ვფიქრობ

პ.ს. 22 წლის ვარ, თუმცაღა ზოგიერთ 30-40 წლის ადამიანს რომ ვუყურებ დღეს თავი უკვე ბებერი მგონია. ინტელექტზეც არ არის საუბარი... ინტელექტი შესაძლოა ადამიანს საერთოდ არ გქონდეს მაგრამ სწორი მიმართულებით აზროვნებდე... აი ეს სწორხაზოვანი აზროვნება ნერვებს მიშლის... რომ არ შეუძლიათ ერთი წრფიდან თუნდაც წარმოიდგინონ რომ სხვა მიმართულებითაც შეიძლება აზროვნება და გადაუხვიონ... ყველაზე მეტად ფანატიზმს ვერ ვიტან და ეს ღუპავს საქართველოს

დღეს ეკლესიიდან რომ გამოიძახონ სტალკერა ეშმაკის მოგზავნილიაო, ისე ჩამქოლავს ხალხი ვერც მოვასწრებ პრეტენზიის გამოთქმას, არც სახელმწიფო დამიცავს და არც არავინ

ამ სოციუმში კი მეგობართან კიარა შეყვარებულთან სექსიც ტაბუდადებულია ხშირ შემთხვევაში... და რატომღაც ზოგჯერ მგონია რომ ამის გამო განიცდით თქვენ ორი აგრესიას, რაღაც თქვენს იდეოლოგიას ვერ ამთხვევთ ჩემსას და ხან ცდილობთ ჩემს კაცობაში ეჭვი შეიტანოთ და ხან ჩოხანა დამიძახოთ ნამიოკებით

რავიცი მე ასე ვხედავ თქვენს "პრესინგს"
გმადლობთ ყურადღებისთვის.
პატივისცემით
Stalker
likableეგ ნამდვილად ძნელია, მაგრამ ძირითადად აქ მიდგომაზეა საუბარი, როგორ უდგები შენ მეგობრობის საკითხს, რა შეიძლება აკრძალო ამ დროს და რა შეიძლება ნებადართული იყოს შენთვის და ა.შ.