წლების წინ ერთი ამერიკელი გოგო ცხოვრობდა ჩვენთან - პატრისია. "მშვიდობის კორპუსის" პროგრამის მოხალისე და მასწავლებელი. ჩემებმა ჩემი პატარა დის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით 3 თვით უმასპინძლეს.
ვეგეტარიანელი იყო. კოსმეტიკასაც კი მხოლოდ ნატურალურს ხმარობდა.
ამავე წლის აღდგომას, ტრადიციისამებს გაჩაღდა მზადება და მოაბრძანეს თონეში შემწვარი გოჭიც. მუცელზე გაწოლილი, დაქვეტილი ყურებით და აპრეხილი კუდით

))) ბოლოკი აკლდა მხოლოდ სრულ კომპოზიციას.
პატრიცია გაუფრთხილებლად შევიდა იმ ოთახში სადაც ნაფნაფა საგანგებოდ იყო დაბრძანებული, დაიანახა ის რაც აქამდე არასოდეს ენახა

)) და გული წაუვიდა
სერიოზულად ინერვიულეს ჩემებმა, ამერიკელ მასწავლებელს კი დღემდე კანიბალები ვგონივართ.
This post has been edited by newmember on 5 Sep 2014, 00:29