არ ვიცი უცხოელი ქალები რა გაქანების არიან , მაგრამ ჩვენთან გოგონებში საშინელი სტენდიზმი მძვინვარებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ბოლო ათი წლის კვლევის საფუძველზე

რა არის სტენდი ზოგადად ყველამ ვიცით
ამ შემთხვევაში ეს არის დაფა სადაც გამოტანილი აქვთ რაღაც მეგა მშრალი შეხედულება/სურვილები. ზოგს ჭკვიანური და სიღრსმისეულიც აქვს გამოტანილი ნუ ეს არსებითად არ ცვლის სიტუაციას. აქვთ სულ ორი ცალი ფუნქცია "არა" და "განაგრძე"
მივა ტიპი წაიკითხავს ამ სტენდს, დაევასება და ჩაუტარებს რაღაც კაი მანევრს, და მერე ეს სტენდი ან წითელს აუნთებს , ან ეტყვის გააგრძელეო.. ტიპიც მიყვება რა .. იქ მზის ამოსვლას უყურებენ,და ენერგიით აივსებიან , იქ მზის ჩასვლას შეხედავენ სითბოთი დაიმუხტებიან, საყვარლად აკოცებს , ბალიშებს ესვრის ნაზად ..მოკლედ სულ გონია რომ ან ეხლა გადაიქცევა ადამიანად ან ეხლაო .. მაგრამ შენც არ მომიკვდე

არ ვამბობ რომ ეს სტენდი სულ ჩამქრალია, არამც და არამც! ხანდახან გამოიტანს ხოლმე რაიმე ლექსს, ან სულაც მშვენიერ პასუხს გასცემს არც თუ ისე მარტივ კითხვებზე ! მაგრამ..
მიუხედავად ყველაფრისა ტიპს მაინც შეუძლია მისი შეყვარება, რატომაც არა ?! მაგალითად მე 12 წლის წინ ნაჩუქარი დანა დღემდე სათუთათ მიყვარს..
არიან სტენდები რომლებსაც სტვენა ეხერხებათ

დაგისტვენს რა :დ დაგიძახებს, "მიგახედებს" , გაგიხარდება იფიქრებ ეს განსახვავებულია, საკუთარი აზრის ქცევაში ასახვა შეუძლიაო მაგრამ არაა ასე.. უბრალოდ ეს ერთი დამატებითი ფუნქცია აქვს და მეტი არაფერი. დალშე იგივე რაც ზემოთ.
აიღეთ თქვენი წილი ინიციატივები თქვენს თავზე, გამოხატეთ ეს ქცევებში ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე , დაწყებული ელემენტარულით.. ამ ინიციატივის ვექტორები მიმართეთ არა საკუთარი თავისკენ არამედ პარტნიორის მიმართ ..ნუ იკლავთ ამ ინდივიდუალიზმს საკუთარ ეგოიზმში : |
რატომ ვწერ ნებისმიერ ეტაპზე ?
იმიტომ რომ სრულ უმრავლესობა თქვენთაგანს სჯერა რომ იმ ერთადერთთან იქნებით ეგეთი კარგი., თან იქნებით როდის როდესაც ბოლომდე შეგიყვარდებათ ერთმანეთი:დ ასე ფიქრი ჩანასახშივე განწირულია. მთელი ცხოვრება რომ პასივი ხარ, ვერავითარი ძალა ვერ შეგცვლით ერთი ხელის მოსმით.. ჯერ სიარულს სწავლობენ და მერე სირბილს. ელემენტარულია ეს..
ყველა ეგეთი არაა რა თქმა უნდა, არც ასეთად ყოფნაა იმის გარანტია რომ მთელი ცხოვრება ვარსკვლავებით მორთული გექნება, უბრალოდ ასეთები უფრო მძლავრ ემოციებს იღებენ ცხოვრებისგან, უფრო მძლავრს გასცემენ , უფრო ახლოს მიდიან იმ მაქსიმუმთან რომლისკენაც ყველა ვისწრაფვით..
აქაურებს არავის გიცნობთ ამ კუთხით, თეორიულად შანსია არავის გეხებოდეთ ეს ტექსტი. ასე რომ მინი ისტერიკების მოწყობა საჭირო არ არის, თუნდაც ეს თქვენსავე მონიტორს მიღმა იყოს
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..