ქალებს ინტუიცია გვაქვს უტყუარი, კაცებს ლოგიკა...
მაგრამ მამაკაცის ლოგიკა, როცა საქმე პრაქტიკულ საქმეს კი არა, რაღაც აბსტრაქტულს ეხება, ისეთი როგორიც სიყვარულის ამბებია, - მარცხდება
სიყვარული გონების საზღვრებს მიღმაა და გონების მიერ გამოთვლილ ლოგიკურ სვლებს არაფრად დაგიდევს
ინტუიციაც გონების საზღვრებს მიღმაა, რაც ქალებს უფრო გვაქვს განვითარებული...
ხოდა...
შენ მამრობითი სქესის ხარ ხო ?

ისე რა ცუდია როცა შენი ტვინი რეალობას არ ცდება

არ გიძნელდებათ ასე ყველაფერში პრაქტიკული საზღვრების დაწესება?
იქ ლოგიკაო, იქ ინტუიციაო (რომელიც არაა მთლად მწყობრში და ხშირად გღალატობთ)
უბრალოდ დინებას რომ მიყვეთ, უბრალოდ გიყვარდეთ, ყოველგვარი გამორჩენის გარეშე და დატკბეთ თქვენი იმ აბსტრაქტული და გაურკვეველი მდგომარეობით, რის შანსსაც სიყვარული გაძლევთ, ვერ ხო ?
ასე მგონია მამაკაცს ბედნიერების შეგრძნება საერთოდ არ შეუძლიათქო, გახარებული კი, აღფრთოვანებულიც, გადარეულიც იქნება, მაგრამ არა ბედნიერი

შეუძლია იყოს მხოლოდ კმაყოფილი და ამის იქეთ ვეღარ გრძნობს ვერაფერს...
მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება

იმედია ვცდები
სნეგირი