დიდი ალბათობით იმის საპირისპიროს, რაც აქ ვურჩიე,
და ის პოზიციაც მართალი იქნებოდა და ესეც მართალია.
მოცინარის და მოტირალის იგავის ბაზარია.
მასე მარტივად არაა ცხვორება მოწყობილი და კოხტად შებრუნებული კითხვები ყველაფერს არ სცემს პასუხს.
ცოტა რომ დავამძიმოთ ქეისი და უტრირება გავუკეთოთ, მკვლელის მიერ სინანულით მოყოლილი დანაშაულის ფაქტი
უფრო გამოიწვევს მსმენელების თანაგრძნობას თუ დაზარალებულის თვითმხილველი ახლობლის?
ასე რომ, საწყენად არ გეუბნები და დემაგოგიურია შენი არგუმენტი და თუ ვინმე გაუაზრებლად დაგეთანხმა მსგავსზე,
არ დაიჯერო რომ სწორი რამ დაწერე

ახლა თვითონ განსხილველი თემა:
ადამიანი როცა აღიარებს თავის შეცდომას გულწრფელად სრულიად უცნობ ხალხთან და ელის რაიმე რჩევას,
და ამ დროს ეს უცნობი ხალხი ეუბნება "ჰაიტ შე ისეთო, როგორ გაბედე, წადი ახლა ნაცარი ქექი, მაგის ღირსი არა ხარო" _
ჯერ ერთი როგორც მინიმუმ უტაქტობაა, რადგან შეფასების, კრიტიკისა და შემოლაწუნებისთვის არ გაუხსნია თემა,
რადგან უკვე აკრიტიკებს საკუთარ თავს და სხვისი "უფრო ხარისხიანი მუჯლუგუნები" ნაღდად არ აინტერესებს.
მე მაგალითად ამის ადგილზე მაგრად გავღიზიანდებოდი და "ფორუმია და თუ კითხულობ გვაცადე ჩვენებურად გამოხატვა"
ტიპის სასაცილო შეგონება-არგუმენტებზე გარწმუნებ არ მექნებოდა ამ ბიჭივით უწყინარი რეაქცია

და მეორეც, სრულიად შეუსაბამოა ეს საქციელი, რადგან ადამიანი ხსნის თემას ვაშლზე და უხსნიან მსხლის უპირატესობას.
გარდა ამისა, "წადი შენს ნაშოჩკებთან მოიხოცე ეგ ნიანგის ცრემლები" არის რბილად რომ ვთქვა არაცივილური პოზიცია.
მნიშვნელობა არ აქვს ვისთან გიწევს ამ პოზიციის დაჭერა_ ერთი ქალის გამაუბედურებელთან თუ მსოფლიოს ამაოხრებელთან_
ფაქტია რომ ასეც და ისეც მოცემულობა იწყება იმით, რომ ადამიანი ნანობს.
ურემი უკვე გადაბრუნებულია და თქენ ისევ იქით აყირავებთ, რომ რაც გამოტოვებთ იმაზე ივისვიშოთ. სადაა ლოგიკა?
არანაირი შექსპირისეული პათეტიკა და გოეთესეული ჰუმანიზმი, ფაქტია უბრალოდ რომ ასეთ დროს ტეხავს სხვა საქციელი.
ასეთ თემებში კიდე როგორც წესი მიდის მოღალატე ტიპისთვის იმის მოკითხვა, რაც სავარაუდოდ ცოლმა დააკლო

არ ვიცი თვითშეფასებას ამაღლებს ეს, მსოფლიო ქაოსს აქცევს ცოტა მეტ წესრიგში თუ სხვა წყვილებს უხელს თვალს,
მაგრამ მე არასდროს მომწონდა და არც ოდესმე მომეწონება არამკითხე მოამბის ტიპის ვერბალურად ჯალათური მრწამსი;
მით უფრო ეს ყველაფერი "რა გინდა ფორუმია და რასაც მინდა იმას დავწერ" ბალღური ლოგიკით გაპრავებული.
რასაც გიდნა იმას კი ბატონო, ყოველთვის ყველგან დაწერ ადამიანი, მაგრამ რაც გინდა ყველაფერი მაინც არ უნდა დაწერო

რაც შეეხება თვით ღალატის ფაქტს,
თქვა უზნეოდ მოვიქეციო და მიუხედავად იმისა რომ 1 ღალატიც და 100იც უზნეობად ჩაითვლებოდა,
უმეტესობამ როგროც ვატყობ 100ის წარმოდგენა ამჯობინა

(თანაც ყველაზე გარყვნილ გარემოებებში),
და მერე მომართა ნამუსის ცელი...
ან თუნდ ასი ყოფილიყო, აი რა მნიშნველობა აქვს ამ გადმოსახედიდან. სხვა დროს სხვა თემებში იცოცხლე _
აქეთ გეტყვიან რა მნიშნველობა აქვს ერთხელ მიღალატებს თუ ასჯერო. სხვაზე თურმე აქვს.
ყველასთვის მარტივი მისახვედრია, რომ ამას ახლა ხვეწნა-ვედრების და მუდარის ტონი რომ ქონოდა ამ თემის გახსნსას,
რომ ტიროდეს და მოთქვამდეს და ეს ოდნავ მობლატავე "ხო ნუ კაროჩე რაღაც ლყეობები ვქენი და გავიგულავე სიმონ ადრე"
ლირიკა რომ გვერდზე ქონდეს გადადებული, გაცილებით მეტ თანაგრძნობას დაიმსახურებდა.
ის პონტია, აცრემლებულ მათხოვას რომ უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე უტყვს ან ოდნავი ნარჩენი სიამაყით მომათხოვრალს;
და ამ დროს კი ფაქტი ისაა, რომ დიდწილად ორივეს ერთნაირად უჭირს!..
ზუსტად ისე აქაც, ამ კაცის უმნიშვნელოდ მომურთაზო ტონალობა რომ გვერდზე გადაგედოთ და დაგენახათ შეწუხებული
და მოფიქრალი ტიპი (და კაკ რას თუ გემურთაზებათ, უფრო უნდა გეფიქრათ რომ რახან ასეთი თემას ხნის და ნანობს,
შეიძლება იმ სკრიპკიან და რაფინირებულ მონანიეებზე მეტად განიცდის), მაშინ ნაკლები კოცონი და ნავთი დაიხარჯებოდა.
მაგრამ ნუ ეგ კია, რომ მერე ვერ გაერთობოდით : )
პლუს ამას ის გარემოება, რომ გოგოებს მოგმართავთ, თან თემა ნაღალატევი ქალის დაბრუნებას ეხება და არიქა, აბობოქრდით! :დ
ერთი რამე კი გამოგრჩათ: ამბობს იქამდე სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთიო.
დალექილი ძველი გრძნობა კი ძაან ბევრ გარემოებას ცვლის საერთოდ.
სხვა კი სხვის ომში ბრძენია და ეგრე რახა რუხით ერთნაირი მეთოდებით და ტექსტებით არ იშიფრება ყველა ურთიერთობა.
შესაბამისად, არც მაგხელა პასუხისმგებლობის აღება ღირს, რომ სხვას ურჩიო რა დაანგრიოს და რა არა.
ვარდები კი ჯასთ პირველი ეტაპია თორემ მარტო მაგით რომ ვერ დაიბრუნებს ქალს ეგ თავისთავად.
უბრალოდ ვარდები უფრო ამისთვის ნიშნავს ახლა რაღასაც, ვიდრ ეიმ გოგოსთვის
და ყოველი ვარდით უფრო უახლოვდება სავარაუდოდ იმ გოგოს და ეგ ფსიქოლოგიური საფასური აქვს მისთთვის.
ამ ეტაპზე კი ეგ სიმდგრადე ყველაზე ემტად ჭირდება და სადაც ამდენს ფიქრობს და განიცდის, მალე რომ დაელაპარაკება
კიდეც მაგას ისედაც არ უნდა დიდი წინასწარმეტყველება. უბრალოდ არ უნდა იჩქაროს და ქალის პირველსავე
რეაქციაზე არ უნდა ჩაიქნიოს ან გაიქნიოს ხელი.
მამაკაცები რომ იყოთ უფრო სხვა კუთხიდან შეხედავდით.
თავზე ლაფის გადასხმა და ურთიერთობრივი ანა-ბანას მიხედვით მსჯავრის დადება ყველას შეუძლია.
ქალმ დაუნ ლეიდის, მეი ბი იუ არ ნექსთ