აუ, მივხვდი რატომაც მოვედი სახლში ასე უღონოდ - ყველა (თითქმის) თავშეყრა პოლიტიკაზე საუბრით მთავრდება.
თავი ამხადეს და გამაბრუეს.
მეთქი, მე წავედი.
კაი, რა, რა გაწყენინეთო.
რა უნდა მაწყენინოთ

გამეცინა.
აღარც ამიხსნია...
სიტყვები გაუფასურდა.
მე ძვირად მიღირს. უკვე.
რატომ უნდა აგიხსნა ის რაც ელემენტარულია?
სხვადასხვა აზრზე ვართ. ნორმალურია ეს და ბუნებრივიც.
მაინც ყველა ძალიან მიყვარს მაგ სასტავში
ჩემი ხალხი. ჩემი...ჩემი...
მესაკუთრე ვარ, თუმცა შეზღუდვები არასოდეს არავისთვის დამიწესებია.
თავის-უფლება უზენაესია ჩემთვის.
მონებთან საერთოს ვერასოდეს ვიპოვი...