ჭკვიან ბავშვებთან ვგრძნობ თავს ყველაზე მაგრად. გოგო ბავშვები ხომ სიგიჟემდე მიყვარს, პატარა პრინცესები (ზოგჯერ პეპიც გამოერევათ), მაგრამ ბიჭ ბავშვებთან რაღაც აუხსნელი კომფორტია ჩემთვის. ყველა ბიჭში ჩემ ბიჭს ვხედავ

დღეს სანდრიკოსთან იმდენი ვისაუბრე

4 წლის ბავშვი მომავალი დიდი ადამიანია. კაცური
შენ და დედიკოც ეწევითო და იცი სიგარეტი კლავს და ბავშვებისთვის არ შეიძლებაო.
ისეთი ღამეა, ამწეკრანიც ჩამქვრალიაო

)) (მშენებლობაა იქვე)
უამრავი ბავშვი-მეგობარი მყავს, მაგრამ 7 წლის გიო ჩემი ნამდვილი მეგობარია. მართლა

სრულფასოვანი მეგობარი. საიდუმლოს რომ გავანდობ, რჩევას ვკითხავ და მხარდაჭერის იმედი მექნება...
მომენატრა
მერე რა რომ დედამისი ოდნავ ეჭვიანი, ჰიპერაქტიური, სადღაც ზედმეტად ცნობისმოყვარე და ზედაპირული ტიპია, შვილები ჰყავს საამაყო. ხოდა, ამ ბავშვს დედამისის მოჩვენებების გამო ვერ დავკარგავ.
გართულებულ ფაზლებს ვუყიდი და ავუვლი, ერთად ვაწყობთ ხოლმე

ასე მგონია, ყველა ეს ბავშვი ჩემი მფარველი ანგელოზია და ჯერ მხოლოდ ამიტომ არასოდეს არაფერი ცუდი არ დამემართება. ცუდი რა, უსაშველო