გეთანხმები 100%
ვინც გადამატებულად ხმარობს ტონალურს და შპაკლს, იმას კანის ფერიც უფუჭდება და თვალებს შროის საშინელი ამოყვითლებულ-ამოშავებული ფერი ედება...
სახის სტრუქტურაც ეცვლება, მოდუნებული და მოშვებული ხდება
მე ვხმარობ: თვალის შავ ფანქარს, წარბის ფანქარს და მოვარდისფრო რუჟს fresh look-ისთვის...
შესაბამისად, არც დილით გაღვიძებულზე გამოვიყურები კარდინალურად განსხვავებულად....

თვეში 3-ჯერ ვსტუმრობ სოლარიუმს, არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ სახისა და დეკოლტის ზონაზე, რათა სახეზე ჯანსაღი ფერი მედოს.. ამისათვის არც დატენიანების საუკეთესო კრემებს ვინანებ...
ქართველმა ქალებმა არ იციან მაკიაჟIს მოსაცილებელი ლოსიონების გამოყენება, არ აქვთ ამის კულტურა... არადა, სულ რომ არაფერი გესვას სახეზე, დღის ბოლოს ლოსიონით სახის გაწმენდა აუციელებლია. მტვერი, გამონაბოლქვი.... ყველაფერს აცილებს და სახე რჩება დატენიანებული და სუფთა
ესაა ჩემი სილამაზის საიდუმლო... შესაბამისად დილითაც მომწონს ჩემი თავი...