ბავშვობა. მშობლები ზღვაზე. პირამიდები (ჯინსები, ამ შემთხვევაში), დონალდოები, ფერადი პლასტმასის სამაჯურები, ესპადრელები....
კოკა-კოკას განსხვავებული გემო, ჟურნალები - ზდაროვიე და მურზილკა, ხომლი, ცისკარი, მნათობი...
მამა ეწევა წითელ მალბოროს, ნაყინებს ყიდულობს მთელი სოფლის ბავშვებისთვის, მაგნიტოფონი - ნაციონალი...
მე ვარ ანჩხლი, მაგრამ მაინც კონტაქტური ბავშვი.
ერთხელ პლაჟზე დამკარგეს, ჩემებმა.
3-4 წლის ვიყავი.
რუსული თითქმის არ ვიცოდი.
ატეხეს პანიკა და განგაში გამოაცხადეს.
მიპოვეს - ვიღაც მოხუც რუსის ბაბუსთან ერთად- ვაგროვებდით მედუზებს და ვაკვირდებოდით.
მიყვარს ადამიანები.
ყველა ადამიანი ისტორიაა.
როგორი ბუნებრივები არიან

წაშლილი ზღვარი გგონია აი, ახლა, ამ წამს უყურებ.
სითბო მოდის ჩემთვის ძველი ვიდეოებიდან.
და ამ დროს ბარდნიდეს <3
This post has been edited by სუფთა*დაფა on 26 Oct 2014, 12:20