ჩვენ სულ ვაგროვებთ ნონსტოპ რეჯიმში და 3-4 თვესი ერთხელ , ზან უფრო ხშირადაც ( საჭიროების და თანხის მიხედვით) ავდივართ.
ახლა ერთჯერადად სხვა განყოფილებებიც იმიტომ ჩავრთეთ რომ ზაფხულის განმავლობაში შესუსტდა შეგროვების ტემპი. გოგოებს პატარა შვილები ჰყავტ ზოგი დასასვენებლად წავიდა ზოგს დაავიწყდა და.. ა.შ.
მოგვადგა ზამთარი და საკმარის რაოდენობას ვერ მობუყარეთ თავი. თანაც ადრე მეშეშე რომელთანაც იქვე სოფელში მოლაპარაკებულები ვართ მუდმივად აწვდიდა შეშას ბებოს როგორც კი შემოაკლდებოდა და შეთანხმებულები ვიყავით რომ როცა ავიდოდით თუ ლიმიტზე მეტს მიაწვდიდა მერე ვუხდიდით ფულს ( პოსლეზე) მთავრობამ კი ახლა დაუგვიანა იქაურ მოსახლეობას შეშის ტალონები ( ანუ მოჭრის ნებართვა) შეშისმჭრელი ტყეში ნებართვის გარეშე ვეღარ შევიდა და ბებო დაგვრჩა შეშის გარეშე.
ამას დაერთოი პოსკრიპტუმის სიუჟეტი სადაც გავიგე რომ ბებოს აღარც ხბო ჰყავს შვილის გარდაცვალების გამო და აღარც ის 5 ქათამი.
ჰოდა მოგვიწია თქვენთვისაც დხმარების თხოვნა.
თუ ვინმეს ამ ამბის მერე სურვილი ექქნება მუდმივ დახმარებაში შემოგვიერდეს მოხარულები ვიქნებით.
* * *
=============================================================================================
მეგობრებო შუადღის მონაცემებით 1240 ლარი გვქონდა
ამას ემატება კიდევ ერთი იუზერის მიერ გამოგზავნილი 100 ევრო რომლის შესახებაც ამ წუთას მომწერა პმ
შეიძლება დღის განმავლობაში კიდევ დაემატა რამე და საღამოს გაცნობებთ
ეს თანხა სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ბებოს მთელი ზამთარი შეშა ჰქონდეს და გემრიელად დახარჯოს ეკონომიის გარეშე
ასევე იმისთვისაც რომ პროდუქტები მოვუმარაგოთ.
კვირის ბოლომდე კიდევ თუ შეგროვდა რაც მეტი მით უკეთესი ბებოსთვის . მაგრამ დღეის მონაცემებით რაც გვაქვს ამ თანხის საშუალებით ბებოს ზამთარში საფრთხე აღარ ემუქნება და ფორუმის მშობელთა კლუბის სახელით მადლობა თქვენც და სხვა დანარჩენი განყოფილებების იუზერებსაც ასეთი ოპერატიული და გულიანი დახმარებისთვის
----------------------------------------------------
აქვე მინდა პირადად მე გადაგიხადოთ მადლობა ნდობისთვის მათ ვინც მენდო ( მიუხედავად ფორუმზე მომხდარი არა ერთი აფერისტობის შემთხვევისა)
და მესმის იმათიც ვინც ვერ მენდო და თავი შეიკავა. . თუმცა მე შემიძლია ნებისმიერ თქვენთაგანს მივაწოდო ბებოს კოორდინატები. ან სურვილის შემთხვევაში გავყვე კიდეც და თავად გადასცენ დახმარება.
This post has been edited by agr_bak on 7 Oct 2014, 21:21