ჩემი მაკა მოდიიის
დასახვედრად წავიდნენ ჩემები.
6 თვეა არ მინახავს.
ქუთაისში ცხოვრობს.
რა დიდი მანძილია?
თბილისიდან გზად გამოივლის.
მაკა ჩემი ყველაზე უფროსი ბიძაშვილია, მამის მხრიდან. რაჭველ-იმერელი. მამალი კირჩხიბი. ჩემი ტოლი გეგონება. უკარგესი გოგო. უუუკარგესი. ლამაზი, გულიანი, ჭკვიანი, დუშკა.
ყველაზე მეტად მიყვარს მამის მხარეს, დედაჩემის ფავორიტიცაა.
ბიძაჩემი იყო უნიჭიერესი.
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, წარმატებული მეწარმე და უმაგრესი მეგობარი.
1 მარტის.
შვილის ნარკომანობას და ქურდულ მენტალიტეტს გადაჰყვა... ავარიაში დაიღუპა, 53 წლის ასაკში.
კახა - ჩვენი ოჯახის ტკივილი. 41 წლის.
ყველაზე სიმპათიური ბიჭი დედამიწაზე, 2 მეტრიანი, ძველი მორაგბე, უტონკესი - მეოთხე ცოლი ჰყავს, ყველა იქით დაუჯდა

)) ოღონდ, მართლა.
გაუბედურებულ კაცს, რა ჩალიჩის თავი აქვს?
შვილი მაინც გაუჩინოს ვინმემ. (ალბათ, არც უჩნდებათ. ცხენის დოზებს იკეთებდა. შუააზიაში 3-ჯერ დააწვინა ბიძაჩემმა.)
და-ძმას არცერთს შვილი არ ჰყავს...
მე მიყვარს ჩემი ოჯახი.
როგორიც არ უნდა იყოს ის.
ერთი ვიცი ზუსტად - ჩვენი ყოველთვის შურდათ, გარშემომყოფებს.
ჩვენ კი სხვებს შევნატროდით - ფულში არაა ბედნიერება

ფული არის საშუალება.
This post has been edited by სუფთა*დაფა on 18 Oct 2014, 21:24