მოთამაშედეპეშაა?

..........
აი, ამ საუზმეებს უნდა მივყვე და ყველა დავაგემოვნო.
მიყვარს საუზმე
http://www.adme.ru/tvorchestvo-fotografy/5...ov-mira-478255/და საერთოდაც, მოგზაურობა მომენატრა!
ახალი შეგრძნებები, ემოციები, შთაბეჭდილებები.
საქართველოდან დავიწყებ, მოდი.
ე.ი. გეგმა ახალ წლამდე :
1) ვიზიტი ქუთაისში - 3 დღიანი ვოიაჟი, მაქსიმუმ. გელათი, მოწამეთა, სათაფლია, მღვიმე წყალტუბოში, სეირნობა ქუჩებში - დღისით/ღამით, კინოთეატრში ერთი ფილმის ნახვა, კოლორიტული კაFეების შემოვლა,პატარა საყვარელი მაღაზიების აღმოჩენა. ხალხზე დაკვირვება. ნათესავებთან ღამის თევა. ნამცხვარი იდეალი, შეპირებულები არიან

)) კიდევ გამოჩნდება რამე, ეს რაც დაგეგმილია.
2) 2 დღიანი გაქცევა ზღვაზე. აქ მარტო მინდა ყოფნა. ზღვასთან "მესამე" ზედმეტია

)))) ნუ, ზოგჯერ.
3) კახეთის ტური. მინიმუმ, ერთი ღამე რომელიმე შატოში. ამას სალომე შემპირდა <3
4) ბორჯომში , ჩემ სახლში, თეოს დაპატიჟება და შაბათ-კვირის გატარება. თუ შეგვცივდება -.ჩვენებთან. ღუმელთან ჩაღუღუნება, ბავშვების კისკისი, ყავა და მზესუმზირა ბიძაშვილის ცოლთან, რომელსაც სულ ვიცავ, "ავი" მულისგან

სეირნობა შემოდგომის პარკში, ფერადი ფოთლების შეგროვება, სოსოს საყვარელი ცივი ყავის მირთმევა, კაკაომოფრქვეული "პიშკები", იმ უსაყვარლეს კაFეშკაში შევლა 1+1
ეს პროგრამა მინიმუმი!
ჩემი სპონტანური ცხოვრების დაგეგმვა, ასეთი წვრილმანებით უნდა დავიწყო.
დღეს ისევ ვათენებ.
შეგნებულად არ ჩავწექი, ქურთუკით ვზივარ.
გავისეირნებ სუფთა ჰაერზე, მერე წამალს დავლევ, 1 საათში ყავას, ვისაუზმემ და საღამოს აუცილებლად ადრე დამეძინება.
მე მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დავიწყო.
ძალიან ძალიან საინტერესო, ბედნიერი და ფერადი
This post has been edited by სუფთა*დაფა on 19 Oct 2014, 05:52