popushaადრე, უხსოვარ დროს, ლექსებსაც ვწერდი და ერთი მქონდა ასეთი - სიხარულზე იყო.
რასაც სახელი ვერ დავარქვი, ყველაფერს სიხარული დავარქვი, მაშინ : რადიოში შემთხვევით მოსმენილ სიმღერას, დილის ყავის სურნელს, ფანჯრიდან დანახულ მზის პირველ სხივებს...
ჩემი ნაწერები აღარ არსებობს, გავანადგურე.
ნივთებიც.
ყველაფერი.
მხოლოდ მოგონებები რჩება ჩვენთან - ცუდიც არ მავიწყდება, გაკვეთილია და ვისწავლე
ტკბილი და კარგი ისაა, რაც გვაცოცხლებს, სტიმულს გვაძლევს და ახალი თავგადასავლებისკენ გვიბიძგებს - კიდევ რომ შევავსოთ მოგონებათა საცავი
ცხოვრება ძალიან მაგარი რამეა და ის პირველ რიგში სიყვარულია. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია