
დედა რომ არ მყოლოდა სკოლაში ოროსანი ვიქნებოდი, მართლა.
არ ვიცნობ ჩემზე ზარმაც ადამიანს...
ერთი წლის წინ, ალბათ, დედაჩემმა ჟურნალიდან ამოხეული ფურცელი მომცა - ინტერვიუ იყო მამა გიორგისთან (სხირტლაძე), სტატიის სათაური " სიზარმაცის დასაძლევად ღვთისმშობელს ევედრეთ".
კაი-თქო.
რამდენჯერმე ვიყავი დედაოებთან სტუმრად, მონასტერში. უსაყვარლესი დედები არიან

დედა ევგენია და დედა სიდონიაც მყავს
მოძღვარი არ მყავს.
ვერავისთან ვიგრძენი ის, რაც მე მჭირდება.
მამა დავითის მერე ( მეუფე) , მე10 კლასში რომ ვიყავი, ვერავისთან ვხდები მრევლი.
ბერია.
ბევრად განათლებულ სასულიერო პირებთან მქონია შეხება, მაგრამ ამ ადამიანზე ვგიჟდები, დღემდე.
სინათლე აქვს თვალებში. კეთილია.
იცი რა მითხრა, ბავშვობაში?
პირველად ღმერთის არსებობაზე მაშინ ჩავფიქრდი, ღრმად, ფილმი "მოჩვენება" რომ ვნახეო ( დემი მური/პატრიკ სუეიზი).
შეუცნობელია გზანი უფლისაო....
ბოლოს რომ ვნახე, ფილარმონიასთან დააყენა თავისი დიდი ჯიპი, მარტოები დავრჩით, არ მინდა სადმე სხვაგან ვისაუბროთ, ხალხმრავალ ადგილზე ჯობია, ხომ იცი მაინცო...
ფილამონიასთან და მე ვერის ბაღს ვუყურებდი და ნახევრად ვუსმენდი....
მშვიდი, აუღელვებელი ტონით მიხსნიდა, რომ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, გავაანალიზო შეცდომები და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტო დავრჩე თუ წამოვიდე.
აუ, ახლა უცებ ისე მომენატრა
მე ურჩი მორწმუნე ვარ.
რიტუალებს არ ვასრულებ.
დედაჩემს ვეუბნები : ამდენს რომ ლოცულობ და დადიხარ წმინდა ადგილებში, ჯერ ეგეც მყოფნის-თქო

))
დედის ლოცვას აქვს ძალა.
სიყვარულს აქვს ძალა
This post has been edited by სუფთა*დაფა on 21 Oct 2014, 14:42