popushaგეთანხმები, თითოეულ წინადადებაში
დედაჩემმა, ჩემს გამო დაანება მუშაობას თავი- პატარა განყოფილების უფროსი იყო, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში

))
"გეპეიშნიკი" მშობლები მყავს.
სულ ავად ვიყავი ბავშვობაში. ინფექციურ-ალერგიული ბრონქიტი მქონდა.
ირაკლი ციციშვილი რომ არ ყოფილიყო, დღეს, შეიძლება, ქრონიკული დაავადება მქონოდა, ამ მიმართულებითაც.
საბავშვო ბაღში არ ვჩერდებოდი, ვურჩობდი. სულ რამდენიმე თვე მატარეს.
შუადღეს არ ვიძინებდი, ბაღის საჭმელებს არ მივირთმევდი, ბავშვებთან ვთამაშობდი, მაგრამ უზრდელებთან კონფლიქტი მქონდა

))
ზეიმებში არც მიმიღია მონაწილეობა - ერთადერთხელ და იქაც გავცივდი
ძიძა გვყავდა. უფრო ჩემი დისთვის მოიყვანეს. ნინა <3
ბებიებთან სულ 3-ჯერ ვარ დარჩენილი.
დედიკოს გარდა არავინ მინდოდა

ხოდა, კარიერა მე შემომწირა, დედამ.
მერე, 90-იანებში, ისედაც დაიშალა და ნაწილ-ნაწილ გაიყიდა ის ფაბრიკა.
დღემდე ვერ მოუნელებია დედაჩემს ჩემი უმუშევრობა...
მაგრამ, არასოდეს დაუყვედრებია, რომ "მინახავდნენ".
მადლობა, ჩემს მშობლებს, რომ პიროვნებად გამზარდეს და არასოდეს ჩაუკლავთ ჩემში მეამბოხე სული
პ.ს. ნანახი მაქვს ეს ფილმი

ჯიპაში, "Fრონტლაინში" ( სადისკუსიო კლუბი) კინოჩვენება გამართა რეჟისორმა.
აუდიტორიამ შეკითხვები დასვა.
მათ შორის - მეც.
შემზარავია, გეთანხმები....
და მჯერა, რომ ოდესმე უკეთესად ვიცხოვრებთ.
აუცილებლად ასე იქნება!
თუ მოვინდომებთ - ყველა ერთად და რაც მთავარია, ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე.
* * *
suntqvаუი

მოულოდნელი შემოთავაზებაა
უღრმესი მადლობა :*
სიამოვნებით შემოვუერთდები საინტერესო და სასიამოვნო ადამიანების კამპანიას, მაგრამ... არ მიყვარს, როცა ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ.
რა დამსახურებისთვის?

პ.ს. ხელცარიელი არ/ვერ მოვალ.
ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდე, თქვენზე, რომ პატარა სუვენირჩიკები გაგიკეთოთ, გაცნობის აღსანიშნავად

))
მანამდე, აი ეს იყოს :
This post has been edited by სუფთა*დაფა on 22 Oct 2014, 03:59