მეგობარი მყავს ადრევე გამოავლინა გეიმერის ნიშნები 13-14 წლიდან.
სუბარუ მქონდა და დილის 7 საათზე დამადგებოდა ხოლმე ვითამაშოთო.
კონტრა და სუპერ მარიო იყო მაშინ ცვეტში

სულ ჩემთან იყო ბოლოს მომბეზრდა და ვათხოვე წაიღე შენ გქონდეს თქო და თუ თამაში მინდოდა მე დავადგებოდი ხოლმე.
ეგ ხო და მერე ცოლი შეირთო.
მაშინ ის დრო იყო ყველას არ ქონდა სახლში კომპი.
მასიურად ინტერნეტიც არ იყო და სამსახურში თამაშობდა ხოლმე ოღონდ 6 საათის მერე.
მანამდეც თამაშობდა თუ უფროსი არ იყო.
ხოდა გავიდა 2-3 თვე ცოლის მოყვანიდან ან უფრო ნაკლები და ტიპი იკარგება ღამე სახლში არ მოდის.
მოდის დილის 6 საათზე ან საერთოდ 2-3 დღე არ გამოჩნდება.
მობილურებიც არ იყო მასიურად ხალხის 30% ქონდა ალბათ, ამას არ ქონდა.
სამაგიეროდ ქონდა დვიჟოკი სამსახურში და მეტი რა უნდოდა უბერავდა მთელი ღამე.
ცოლს ღალატი გონია.
რამდენჯერმე აიწია პანიკა, ან რამე ხო არ მოუვიდა ან სად დაძვრება.
მაგრამ რამდენჯერაც სამსახურში დაადგნენ იქ იჯდა და თამაშობდა პატიოსნათ მიდი და შეედავე.
რაღაც ზომიერებაა მანდაც საჭირო.
თორე ზედმეტად თუ აიკვიატე ფაქტიურად ქმედუუნარო ხდები.