თუ თავისმა ცხოვრებამ არ შეაწუხა, ჭკუაში არ დაუჯდა და არ გადაწყვიტა რომ ესეთი ცხოვრება აღარ შეიძლება, არ შეეშვება. ეგზისტენციური პრობლემის წინაშე უნდა დადგეს (დააყენოს ვინმემ, თავი დაიყენოს). უნდა მიხვდეს რომ სირობაა თამაშების ვირტუალური სივრცე და სხვის რეალურ მაგალითზე უკეთესი ცხოვრება მოინდომოს.
აზრზე ყველა ადამიანი სხვადასხვა რამეს მოყავს, ინდივიდუალურია. მისთვის მტკივნეულ ადგილას უნდა მიაწვე ან თუ ეგეთი ადგილი არ აქვს, უნდა გაუჩინო ან მიახვედრო რომ აქვს.
თუ ამას გადაწყვეტს, ერთიანად უნდა მოწყდეს თამაშს, არ არსებობს ნახევრად მოწყვეტა. უნდა წაშალოს ის ვორქრაფთი თუ რაც იქნება, თვეები და წლები ნაკაჩავები ჩარები და აღარ მიეკაროს.
ეს რომ გააკეთოს ამხელა დროის რაღაცით შევსება უნდა დაიწყოს, უსაქმურად თუ იქნება, 1 საათი შეიკავებს თავს, 2 საათი, 1–2 კვირა და უსაქმურობით იმდენად მოიწყენს რომ პირველი გადაწყვეტილება (resolve) დაავიწყდება და თამაშს ისევ ჩაწერს.
მერეც მოუწევს დიდი ძალისხმევა, დროის კომფორტული აქტივობა–პასიურობებით შესავსებად.
პირადი გამოცდილებიდან.

ამ ყველაფერზე ბევრად ადვილი სერიოზულად დალაპარაკებაა რომ დღეში 45 წუთი ნაგვის გადაყრას და სამზარეულო-შემოსასვლელის დალაგებას დაუთმოს. წარმატება.