მესმის შენი,
ახლა რჩევას მოგცემ და გიშველის მგონი,
მოკლედ, ეგ ტიპი აშკარად WOW ს თამაშობს,
ჰოდა, დღეს მიუკაკუნე და უთხარი, მეც დამაინტერესა რას თამაშობ-თქო და ცოტა გამარკვიე თქო,
მემბერშიფს გაიკეთებ, დაგიჯდება თვეში სულ რაღაც $15,
მაგათ ევასებათ გოგოები რომ ინტერესდებიან თამაშებით, მოკლედ, დაგეხმარება უთუოდ,
დაჯდები და დაიწყებ თამაშს, შეიძლება დაგაინტერესოს თავიდანვე, თუ არადა სთხოვ რომ შენს რეალმზე გამიკეთე პერსონაჟი, ჰილერობას ვაპირებ თქო, თვითონვე აგიყვანს მაღალ ლეველზე, ეგენი არ ეზარებათ მაგათ და თანაც უცებ ავლენ(ბევრი ჩინელი მასე შოულობს ლუკმაპურს

),
მოკლედ, გამოიყვან საკაიფო ჰილერს, თვითონ თუ ასეთი მოთამაშეა, ტანკი ეყოლება აუცილებლად,
მერე ჩახვალთ დანჯენებში ერთად, როგორც წესი, ჰილერს და ტანკს ელოდება ხოლმე სასტავი, დპს-ები ყრია ვედრო მანეთად,
ჰოდა, დანჯენების მუღამს რომ დაიჭერ, მერე მისიებზეც წაყვებით ხოლმე ერთმანეთს, იქ ობობის ფეხებია საშოვნელი, იქ ყვავილებია დასაკრეფი, საქმე ოხრადაა

ჰოდა, საბოლოოდ ნაგავს მაინც არ გადაყრის მაგრამ ამასობაში შენც დაიკიდებ მაგ ნაგავს, თრასთ მი

ეჰჰ, იყო დრო....ნოსტალგია შემომაწვა, უკაცრავად